
მოდის სახლ KENZO–ს დამფუძნებელი კენზო ტაკადა პირველი იაპონელი იყო, რომელმაც პარიზში სამოსი საკუთარი სახელით გამოუშვა.
KENZO–ს სამყარო – მსოფლიო კულტურათა არაჩვეულებრივი ერთიანობაა: დასავლეთის მოდის ტრადიციების შერწყმა სავსე ფერების უკიდეგანო ენერგიასთან, ტექსტურისა და ქსოვილების მრავალფეროვნებასთან, ეთნიკურ და კლასიკურ მოტივებთან, უბრალო ნივთების ფასეულობისა და ბუნების ყოვლისშემძლეობის აღმოსავლურ წარმოდგენასთან. კოლექციები ფერებითაა მდიდარი, მოხატულია ეგზოტიკური მცენარეებითა და ყვავილებით.
1999 წელს კენზო ტოკადამ მოდის სახლი მიატოვა, როცა მიხვდა, რომ მისი შემოქმედების სული ახალ გუნდშიც აგრძელებს ცხოვრებას.
დღეს, 2003 წლიდან, კენზოს სახლის მთავარი დიზაინერის თანამდებობა იტალიელ მოდელიერს ანტონიო მარასს უჭირავს. სახლის ტრადიციებს უფრთხილდება და საკუთარი ინდივიდუალური სტილიც შეაქვს კომოდელებში.
დიდი ხანია, კენზოს კოლექციები პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე შთამბეჭდავი და თვითმყოფადი ჩვენებებით რჩება მნახველის მეხსიერებაში.
ბრენდი KENZO დღესდღეობით წარმოდგენილია შემდეგი ხაზებით: Kenzo Jeans, Kenzo Homme, Kenzo Jungle, Kenzo Enfant, Kenzo Accessories, Kenzo Maison და Kenzo Bebe. ცალკე არსებობს ქალისა და მამაკაცის პარფიუმერიის ხაზი.
No comments:
Post a Comment