6/23/2010

კაცების არჩევანი


რა უყვართ კაცებს? ყოველ ზაფხულს ამ შეკითხვას თავად მამაკაცები პასუხობენ. შედეგები კი, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გამართული შოუს დროს ვლინდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს, აშუქებს და სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემს ტელეკომპანია ,,Spike".
,,Spike TV"–ის ყველა შოუ, სერიალი თუ ფილმი, მხოლოდ კაცებისთვის არის განკუთვნილი და შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდ ინტერესს იწვევს. რა დაგიმალოთ და მათ გადაცემებს მეც ვადევნებ თვალს. არა მარტო იმიტომ, რომ მაინტერესებს, კაცები რას უყურებენ, არამედ იმიტომაც, რომ იქ ყველაფერია, რისი ყურებაც მიყვარს: სროლა, ბრძოლა, სიჩქარე, აფეთქებები და ა.შ. უკვე ყოველწლიურად ქცეულ დაჯილდოვებასაც არასოდეს ვტოვებ.

2010 წლის დაჯილდოვების ცერემონია 20 ივნისს, კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესში გაიმართა. საღამო გახსნა შტატის გუბერნატორმა და ბევრისათვის საყვარელმა მსახიობმა, არნოლდ შვარცენეგერმა, რომელმაც სპეციალური ჯილდო გადასცა სილვესტერ სტალონეს. (ამერიკელები რატომღაც, სთალოუნს ეძახიან. არადა, იტალიური გვარია...)
სცენის ერთ მხარეს უზარმაზარი აკვარიუმი ამშვენებდა, სადაც ზვიგენები დაცურავდნენ. მეორე მხარეს კი – შემინულ გალიაში მოსეირნე ვეფხვები. დარბაზში განლაგებულ მაგიდებთან ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები, მებრძოლები და სპეციალურად მიწვეული ჯარისკაცები ისხდნენ. უმეტესად, მამაკაცები. თუმცა, უმანდილო მანდილოსნებიც ბევრნი იყვნენ.

No comments:

Post a Comment