6/23/2010

ქუჩის ბავშვების პრობლემები


დაახლოებით საღამოს 5საათი იქნებოდა,ჭავჭავაძის გამზირზე, პსპ-სა ფთიაქის წინ უწყვეტი მოძრაობა იყო, სწორედ ამ დროს ტროტუარზე მოძრავ ხალხს 4-5 წლის გოგონა ფეხებში ედებოდა და გაუბედავად უწვდიდა მათ ხელს, რამდენიმე უიღბლო თხოვნის შემდეგ იქვე ჩამოჯდა გაწბილებული სახით, ჭუჭყიანი კაბის სწორება დაიყწო, შემდეგ კი - თვალების სრესა. იმავე წუთში მასთნ შუა ხნის ქალი მივიდა ჩქარი ნაბიჯით, რომელიც ბავშვის ფეხზე აყენებას ცდილობდა,მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი მის ჭანჭყარს და ყვირილს მოჰყვა, ცოტახანში, ჩანთა გახსნა, ბოთლი ამოიღო და ატირებულ ბავშვს გაურკვეველი სითხე დაალევინა,მობუზულ გოგონას სახე დაეღმაჭა, კვლავაც ყვირილის ხმა გაისმა, ბავშვი კი ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა, ოღონდ ცოტა უფრო გაბედულად. პსპ -ს აფთიაქის კონსულტანტმა, ნინო ბურჯნაძემ დაადასტურა, რომ სითხე, რომელიც დედამ ბავშვს დაალევინა, არაყი იყო და არაერთხელ შეუნიშნავს მსგავსი ქმედება, მასთან გასაუბრება სცადა, მაგრამ უცნობმა ქალმა თავიდან მოიშორა. მიმავალმა კი მოაძახა : ’’ ჩემი შვილია და რასაც მინდა ვუზამო.’’ მსგავსი ფაქტები ჭავჭავაძის გამზირის გარდა თბილისის სხვა უბნებშიც ხდება. დრო გადის და მიუსაფარ ბავშვთა რაოდენობაც უფრო იმატებს.

არსებული მონაცემებით საქართველოს ქუჩებში დაახლოებით 2000-მდე ბავშვი ცხოვრობს, ასოციალურ გარემოში ცხოვრებას კი მოჰყვება მთელი რიგი პრობლემები: მათი სოციალური დეზადაპტაცია,ადრეული აკკოჰოლიზმი და ნარკომანია, მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, ნაადრევი სექსუალური გამოცდილება, ამას ემატება წებოს მოხმარებაც.როგორც ტოქსიკური და აქროლადი ნივთიერება,ძლიერ მომწამლავ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება ბავშვთა დაავადება.ქუჩის ბსვშვთა საქმიანობის ძირითად სფეროს კი წარმოადგენს მაწანწალობა,მათხოვრობა,წვრილმანი ქურდობა,პროსტიტუცია და ტოქსიკომანია.ეს ფენა შეიცავს კრიმინალიზაციის დიდ რისკს და მათი აღზრდის საკითხი საზოგადოებისათვის მეტად აქტუალურია.აღნიშნული კატეგორიის ბავშვები თავიანთი თანატოლებისაგან გაბსხვავდებიან ემოციური სამყაროთი, ინტერესებით და ქცევითი სისტემებით. აღნიშნულ თვისებებს კი განაპირობებს მათი ცხოვრების წესის სპეციფიკა.

ძირითადი ფაქტორები,რამაც ისინი მშობლიურ გარემოს მოსწყვიტა, მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა და ოჯახში მათზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობაა, მათ მშობლები აიძულებენ შეასრულონ ასაკისთვის შეუფერებელი სამუშაო და ამისთვის ქუჩაში უშვებენ.

ერთ-ერთი მეტრო-სადგურის პოლიციელი, ნუგზარ გოშაძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების თვითმხილველი ხშირად თავადაც ხდება: ,,ჩემი აზრით, ბავშვებს მათხოვრობა სულაც არ ეხალისებათ, ვფიქრობ,რომ ეს მშობლების თხოვნით ან დაძალებით ხდება და კიდევ, თუ ბავშვები ხედავენ,რომ ოჯახს მატერიალურად უჭირს და მშობლებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ერთადერთი გამოსავალი კი ფულის ამ გზით შოვნაა, დადიან ქუჩებში, მეტროებში და მათხოვრობენ.ხშირად, თავად მშობლები მიუთითებენ ხოლმე, რომ განაწილდნენ ხხვადასხვა ვაგონებში და ასე იშოვონ ფული. ეს, სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობაა, რომლის აღმოფხვრაც ვერ ხერხდება.”

ფსიქო-სოციალური მიზეზი, რაც განსაკუთრებილი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ქუჩაში გამოსვლის საფუძველი ხდება, თითქმის ყველასთვის საერთოა-ეს რის მშობლებთან კონფლიქტი, ძირიტადად ამ უკანასკნელთა არაჯანსაღი ცხოვრების წესით, მშობლების მიერ იძულებითი მათხოვრობა, ანდა ოჯახის სოციალური სიდუხჭირე. სოციალური ადაპტაციის ცენტრის დირექტორი, ქეთი კობალაძე ამბობს: ,, პატარებს ყველეზე მსუბუქ სემთხვევაში სოციოპათია, დევიაციური ქცევები აქვთ, რაც ჯერ კიდევ არ არის დაავადება და თუ ამ პერიოდში ქუჩას მოსწყდებიან, შესაძლებელია, კვლავაც სოციალურები გახდნენ, თუ არადა შემდეგ ეს ყოველივე ფსიქოპატიაში გადადის.ამ ბავშვების 100% ძალადობის მსხვერპლია. გინახავთ პატარა 4-5 წლის ბავშვი, რომელსაც ეთქვას, დედიკოს უჭირს, უნდა წავიდე, ვიმათხოვრო და დავეხმაროვო? ბავშვი ამ ასაკში არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ანუ ყველა შემთხვევაში, ისინი იძულებით გადიან ქუჩაში.როგორც კი ფულის ამ გზით შოვნას შეეჩვევიან, მათი უკან დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.”

ასეთი ბავშვების მენტალიტეტი სრულიად განსხვავდება თანატოლების მენტალიტეტისაგან.ისინი ვერ ღებულობენ ელემენტარულ განათლებას, რაც იწვევს ბავშვების აკადემიურ ჩამორცენას.ზოგს მხოლოდ 1-2 კლასის განათლება აქვს მიღებული, ზოგმა კი ისიც არ იცის, რა ასაკში მიდიან ბავშვები სკოლაში, რაც 7 წლის ქრისტინასთან საუბარშიც გამოჩბდა. მან შეძლებისდაგვარად აღწერა თავისი ყოველდღიური ცხოვრება: ,,დილით 6 საათზე მაღვიძებენ, როცა ჩავიცვამთ, სახლიდან გამოვდივართ, მერე აქ მოვდივართ და მე ხალხს ფულს ვთხოვ. ჩემი დედიკოც ხან ჩემთან ერთად არის, ხან ჩემს პატარა დასთან ერთად. სკოლაში ჯერ არ დავდივარ, 7წლის ვარ და მამაჩემი მეუბნება, ჯერ პატარა ხარო, თუ მიმიყვანენ, ვივლი, მაგრამ სახლში მეუბნებიან, იმათხოვრეო, ოტა კიდევ რიმ გაიზრდები, სკკოლაში მერე ივლიო.”

რა უნდა გაკეთდეს მათი დახმარებისთვის, ვინც ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკისაა, მაგრამ მშობლების ექსპლუატაციის მსხვერპლია?ვინ უნდა იკისროს ასეთი ბავშვების დაცვა? ეს საკითხი საქართველოში მწვავედ დგას, რადგან მძიმე სოციალურმა ფონმა ბევრი სერიოზული პრობლემა წარმოშვა. ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე სახალხო დამცველოს ბავშვთა უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი,მერი მაღლაფერიძე საუბრობს, მისი აზრით,: ,,პრობლემა გაცილებით იოლი გადასაჭრელი იქნება, თუ დროზე დაიწყება ამ ბავშვების იდენტიფიცირება და მათზე ზრუნვა. კანონში წერია, რომ, თუ მშობელი თავის მოვალეობას არ ასრულებს და, პირიქით, ზიანს აყენებს ბავშვს, შესაზლებელია, მას ჩამოართვან მშობლი უფლება. საფრთხის თავიდან ასაცილებლად სოციალურმა მუშაკებმა, რომლებსაც ბავშვებზე ზრუნვა ევალებათ, დროულად უნდა დაიწყონ ოჯახების შესწავლა, თორემ მერე გვიან იქნება.”

ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ, მართლაც, რთული მდგომარეობაა, გამოსავლის ძიება კი ვერ ხერხდება,რაც ამჟამად, თბილისის ქუჩებში აისახება.სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს სათანადო სოციალური სამსახურისა და სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართული პროგრამების არსებობაზე,რაც შეამცირებს ბავშვებისა და მშობლების განცალკევების აუცილებლობას.პირველი კომპონენტი ქუჩის ბავშვებისა და მათი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებაა, თუ ოჯახში ძალადობას არ აქვს ადგილი და პრობლემა მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირეა, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მშობლებს და სათანადო ასაკის მქონე მოზარდებს.

No comments:

Post a Comment