
ბოშებთან დაკავშირებული პრობლემები საერთაშოორისო თანამეგობრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მას შემდეგ (1999 წელი), რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ბოშების დაცვის ვალდებულებებიც ავტომატიურად იკისრა. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ბოშათა უფლებების დაცვას და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას სისტემატიური ხასიათი აქვს, საქართველოში ეს პროცესი შეფერხებულია. ჩვენთან ბოშების პრობლემები თითქმის შეუსწავლელია.
2007 წელს ევროპული ცენტრის ორგანიზებით ბოშბთან დაკავშირებით პირველი მასშტაბური კვლევა ჩატარდა. პროგრამა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანმრთელობის და განათლების ნაკლებად ხელმისაწვდომობა, დოკუმენტაციის უქონლობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
ბოშები დღესაც რჩბიან ერთ-ერთ ყველაზე დევნილ ეროვნულ უმცირესობად, რომლებსაც თითქმის ყველა ქვეყანში ცუდად ექცევიან, არც საქართველო არის გამონაკლისი.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1989 წელს საქართველოში დაახლოებით 1700 იყო ბოშა დარეგისტრირებული, 2002 წელს მათი რაოდენობა 2000-მდე გაიზარდა, მაგრამ როგორც ვარაუდობენ რეალური ციფრი გაცილებით მაღალია. უკანასკნელი წლების მონაცემები სტატისტიკის დეოარტამენტში არ მოიპოვება.
თბილისში ბოშები რამდენიმე უბანში ცხოვრობენ: ლოტკინზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,ბოშების უბანს” უწოდებს, სამგორში და ლილოს დასახლებაში.
ლოტკინზე, დაახლოებით 300 ბოშა ცხოვრობს. ბოშების უმრავლესობა ვაჭრეობით ირჩენენ თავს, ბავშვების ნაწილი კი მათხოვრობს.
ლოტკინის მცხოვრები მიხაილ დენესენკო ამბობს:
,,ყველა ჩვენგანი უმუშვარია და ძალიან გვიჭირს. ადრე ვმუშობდი, მაგრამ თანხას აღარ გვაძლევდენენ, ამიტომ საქმეს შევეშვი”.
სოციალურად იზოლირებული ბოშები სხვების დახმარებას უნდობლობით ეკიდებიან, რაზეც საკუთარი არგუმენტებიც აქვთ. ისინი საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში ეკონომიკურ და სოციალურ იზოლირებას განიცდიან. მათი მძიმე სოციალური მდგომარეობა უმუშევრობითაა განპირობებული.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშშიც.
,,ბავშვები, როგორც წესი სახლის პირობებში იბადებიან, ხოლო მშობლები მათი დაბადების ფაქტს ოფიციალურად არ არეგისტრირებენ. სამდეიცინო დახმარების და სხვა საჭირო მომასახურების მისაღბად საბუთია აუცილებელი. ამ დოკუმენტაციის არქონის და მშობლების მხრიდან დახმარების მიმართვის სურვილის არარსებობის გამო, ბევრი ბოშა ბავშვი სამედიცინო და სხვა მომსახურებით ვერ სარგებლობს ”, - განმარტავენ სახალხო დამცველის აპარატში.
მიხაილ დენესენკო 8 სულიან ოჯახთან ერთდ ცხოვრობს. ოჯახში მხოლოდ 3 სრულწლოვანს აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. დანარჩენ არასრულწლოვან წევრებს დაბადების მოწმობები არ აქვთ.
სკოლაში ბოშების ბავშვთა მცირე რაოდენობა დადის. ამის მიზეზად ისინი ცხოვრების რთულ პირობებს ასახელებენ. მშობლებს ბავშვები სკოლიდან გამოჰყავთ და ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისთვის ,,მუშაობას” აიძულებენ.
ბოშათა უფროსი თაობის ზოგიერთ წარმომადგენელს დაწყებითი განათლება არ აქვს. ახალგაზრდებმა წერა-კითხვაც კი არ იციან. დარინა იოსენკო ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვებისათვის სასკოლო ნივთების ყიდვა არ შეუძლია.
სონია მალისენკო 10 წლისაა და ბებია-ბაბუა ზრდის. მას ორი და-ძმაც ჰყავს და არცერთი მათგანი სკოლაში არ დადის.
,,მინდა ბავშვებმა სკოლაში იარონ და დაწყებითი განათლება მაინც მიიღონ, მაგრამ საშუალება არ გვაქვს”, _ აცხადებს სონიას ბებია.
არასამთავრობო ორგანიზაციები ბოშათა პრობლემებით დაინტერესდნენ, თუმცა ეს დაინტერესება ერთჯერდი იყო. სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ბოშების საზოგადოებაში ინრტერირების ხელისშემწყობი სტრატეგია. ბოშათა დანახვა საზოგადოებაში უმეტესად ზიზღს და აგრესიას იწვევს. ევრო საბჭოს რეზოლუციით კი სახელმწიფო ვალდებულია ბოშათა პრობლემები გადაჭრას და მათდამი ჩამოყალიბებული სტერეოტიპიბის მსხვრევას ხელი შეუწყოს.
No comments:
Post a Comment