6/23/2010

ჩანთა-შოფერები საზაფხულო კოლექციებში

ზაფხულში ყოველდღიური სტილის გამარტივება და გამსუბუქება გვინდა ხოლმე. ამის მიღწევის ყველაზე მარტივი ხერხი მკვეთრი ნახატებით ან შეფერილობით გამორჩეული ჩანთა-შოფერით აღჭურვაა.

მიმდინარე სეზონში ეს აქსესუარი ბევრი დიზაინერის ყურადღების არეალში მოექცა და შესაბამისად, ბევრი ცნობილი ბრენდის კოლექციაში სხვადასხვა ნიმუშს ნახავთ.

კაშკაშა პრინტებით გამოირჩევა Diane von Furstenberg-ისა და Marni-ს ჩანთები, ლოზუნგიანი ჩანთები აქვს, მაგალითად, Lanvin-ს. და, როგორც ყოველტვის მშვენიერი ჩანთა-შოფერები აქვს Anya Hindmarch-ს!

ატარეთ ჩანთა-შოფერები ჯინსებთამ, კომბინიზონებთან და სარაფანთან, ზღვაზე დასვენების დროს კი ის საპლაჟო ჩანთის მოვალეობასაც წარმატებით შეითავსებ


No comments:

Post a Comment