
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ინსტიტუციებში ბავშვთა რაოდენობა იკლებს. ამის ძირითადი მიზეზი ბავშვთა სახლების თანამედროვე ალტერნატივების დანერგვაა. დეინსტიტუციონალიზაციის შედეგად ბავშვთა სახლებში აღსაზრდელების რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ შემცირდა.
სახელმწიფოს მიერ ბავშვზე ზრუნვის პროგრამაზე გამოყოფილი რესურსები ყოველწლიურად მატულობს. 2009 წლისთვის ამ თანხამ დაახლოებით 16 მილიონს მიაღწია. თანხის ძირითადი ნაწილით ბავშვთა კვება და პედაგოგების ხელფასები ფინანსდება. ხოლო რაც შეეხება ბავშვების განათლების საკითხს, საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლების და ბავშვთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარის, მერაბ სანიკიძის ინფორმაციით, სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებაში საერთაშორი ორგანიზაციები და დონორები ეხმარებიან.
ბავშვთა სახლებში განათლების პრობლემა თითქმის ყველაზე მწვავე საკითხია. მთავარი პრობლემა, რაც ბავშვებს ხვდებათ, სკოლებში მათ მიმართ მასწავლებლების დამოკიდებულებაა.
დიღმის ბავშვთა სახლის აღმზრდელის განცხადებით, პედაგოგები ბავშვების ფსიქიკაზე დიდ ზეწოლას ახდენენ. სულ აგრძნობინებენ მათ, რომ ბავშვთა სახლიდან არიან. მარიამ გოგიაშვილი (სახელი და გვარი შეცვლილია) აღნიშნავს, რომ სკოლის მასწავლებლების მხრიდან ბავშვების მიმართ არის ტყუილი ბრალდებები.
”სკოლაში ყველაფრის დაკარგვა მათ ბრალდებათ. მარტო ის, რომ ბავშვთა სახლში იზრდები არ ნიშნავს, რომ ცუდი ბავშვი ხარ.
ბავშვს, რომელსაც მხედველობა მინუს - 4 აქვს ბოლო მერხზე სვამენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენჯერმე სკოლის დირექტორთანაც ვიყავი შესული, მაგრამ ჩემმა არცერთმა ვიზიტმა შედეგი არ გამოიღო. ისინი ბავშვებს, როგორც უპატრონოებს ისე უყურებენ და არაფერი იცვლება”, - გოგიაშვილი.
სკოლის მასწავლებლები უარყოფენ აღმზრდელის ბრალდებას და ამბობენ, რომ მიუსაფარ ბავშვებს როგორც სხვა ნაბისმიერ ბავშვს ისე ექცევიან.
სკოლის მასწავლებლების უარყოფით დამოკიდებულებაზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც საუბრობენ.
”მასაწვალებლები ცუდად მექცევიან. მხოლოდ ქართულის მასწავლებელი მექცევა თბილად. წინა მერხზეც მსვამს, ამიტომ კლასში ქართულს ყველაზე კარგად ვსწავლობ ”, - ამბობს დიღმის ბავშვთა სახლის ერთ-ერთი აღსაზრდელი.
აღმზრდელების თქმით, ბავშვთა სახლში ბევრი ისეთი ბავშვი იმყოფება, რომელსაც სახლიც აქვს და მშობლებიც ჰყავს, უბრალოდ მშობლებს იმის საშუალება არ აქვთ რომ ბავშვებს წიგნები უყიდონ და განათლების მისაღებად ბავშვთა სახლებში მიჰყავთ.
სახელმწიფო ბავშვებს ყოველწლიურად გადასცემს წიგნებს, რვეულებს და საჭირო საკანცელარიო ნივთებს. ყველა ბავშვთა სახლში არის ბიბლიოთეკა, საიდანაც ბავშვებს ნებიმიერი წიგნის გამოტანა შეუძლიათ. თუმცა სახალხო დამცველის, 2009 წლის მეოერე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, თითქმის ყველა დაწესებულებაში, ბიბლიოთეკა წარმოადგენს მხოლოდ “საჩვენებელ ოთახს. ზამთარში ბიბლიოთეკა არ თბება, არც წიგნების მოძარაობის ჟურნალი არსებობს. აღსაზრდელები ვერ ასახელებენ ბოლოს რა წიგნი გამოიტანეს ბიბლიოთეკიდან. ამ ფაქტს აღმზრდელებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბავშვები ბიბლიოთეკით ნაკლებად სარგებლობენ. მხოლოდ საკუთარ წიგნბს მოიხმარენ, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ან რომელიმე ორგანიზაციისგან გადაეცემათ.
ახალი რეფორმების მიხედვით, აღმზრდელის მოვალეობაში ბავშვის მეცადინეობა აღარ შედის. ბავშვებს მეცადინეობისთვის განკუთვნილი ორი საათი აქვთ. ამ დროის განმავლობაში, ისინი საკუთარი სურვილისამებრ მეცადინეობენ.
თითქმის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას აქვს სხვადასხვა სახის წრეები,
რომლებიც ბავშვებს ახალ უნარ-ჩვევებს უნვითარებს. ბავშვები სწავლობენ ხეზე მუშაობას, ბატიკას, თექას, ტიხრულ მინანქარს. არის ასევე, სიმღერის, ცეკვის და ინგლისური ენის შემსწავლელი წრეები, კომპიუტერის კურსები. თუმცა აღსანიშნაია, რომ ჩამოთვლილთაგან ყველა დაწესებულებაში მხოლოდ ერთი წრე ფუნქციონირებს.
სურათის წყარო: www.newalliance.info/ge
No comments:
Post a Comment