
მოზარდები ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ, ამდენად მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი ქცევის ჩამოყალიბებაზე ყურადღების გამახვილება ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
წინა წლებთან შედარებით, მოზარდები სქესობრივად აქტიურნი შედარებით უფრო ადრეული ასაკიდან არიან. რაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის რისკებს ზრდის, მათ შორის მატულობს არასასურველი ორსულობის შემთხვევები.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 15-19 წლის ასაკის მოზარდების რაოდეენობა დაახლოებით 400 ათასს შეადგენს, მათგან 200 ათასამდე გოგონაა. 2007 წელს ამავე ასაკის გოგონამ 7000-მდე ცოცხლად დაბადებული ბავშვი გააჩინა, რაც ამ დროს საქართველოში ყველა ცოცხლად დაბადებული ბავშვის 13,3%-ს შეადგენს.
მოზარდებში გახშირდა არასასურველი ქორწინების რიცხვი. 2007 წელს საქართველოში 20 წლამდე ასაკის გოგონებმა გაიკეთეს 1045 ლეგალური აბორტი.
ჩატარებული კვლევების შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ 15-19 წლის 1000 ქალი საშუალოდ 29 ხელოვნურ აბორტს იკეთებს.
მოზარდების უმრავლესობამ კარაგდ იცის რომ შესაძლებელია განუზრახავი ორსულობის თავიდან აცილება.თუმცა ზემო აღნისნული მაჩვენებლები აშკარად მეტყველებს, რომ ამ ასაკში გოგონებმა ნაკლებად იციან კონტრაცეპციის რომელიმე მეთოდის გამოყენება და ხშირ შემთხვევაში მათი უმრავლესობა საერთოდ არ იყენებს მათ. შედეგად კი ადგილი აქვს არასასურველ ორსულობას და მასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
გოგონებისთვის სქესობრივი ურთიერთობის დაწყების დასაშვებ ასაკად, 2008 წელს დასახელდა 18 წელი, თუმცა გოგნებს შორის ჭარბობს იმათი წილი, ვისაც სქესობრივი ურთიერთობის დაწყება მხოლოდ ქორწინების შემდეგ მიაჩნია მიზანშეწონილად. მოზარდთა შორის ქორწინებამდე სქესობრივი თავშეკავების პოპულარობის გაზრდა უპირატესად ეკლესიის დამსახურებაა.
რა იციან მოზარდებმა ამ პერიოდში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ? - ძირითდად გოგონებში ინფორმირება -ცოდნის მიღების წყაროს მშობლები წარმოადგენენ, ვაჟებში კი თანატოლები და უფროსი ასაკის ნაცნობები. თუმცა მშობლებიც და შვილებიც აღნიშნავენ სქესობრივ თემებზე ერთმანეთთან საუბრის სირთულეს. დედები შვილებთან ამ თემებზე საუბრის პრობლემას სქესობრივ სფეროზე არსებულ კულტურულ ტაბუს უკავშირებენ. მოზარდებს კი ნაკლებად აქვთ სურვილი მშობლებთან ამ თემაზე საუბრის. გოგონების აღნიშვნით, დედების ერთი ნაწილი ცდილობს შვილებთნ საუბარს, მეორე ნაწილი კი ‘’არც ცდილობს და არც ჩემგანაა ასეთი საუბრის ინიციატივა.’’
მშობლებისა და ახალგაზრდების აზრი ხშირ შემთხვევაში ემთხვევა ერთმანეთს იმ მოსაზრებაში, რომ წინა თაობასთნ შედარებით, თანამედროვე მოზარდები სქესობრივ ურთიერთობათა შესახებ ინფორმირებულიც უკეთ არიან და ამ ინფორმაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მეტი შესაძლებლობაც გააჩნიათ და რომ ისინი სქესობრივ ცხოვრებას უფრო ადრეულ ასაკში 14-15 წლიდან იწყებენ.
შვილებთან დაკავშირბით ქორწინების გარეშე კონტაკტებისადმი მშობლების დამოკიდებულება მეტად ნეგატიურია. ხოლო პრობლემები წარმოიშვება მაშინ, როცა შემთხევითი კონტაკტის დროს მოზარდი დაორსულდება და შვილის გაჩენასაც გადაწყვეტს. ასეთ დროს ხშირად მშობლები აიძულებენ შვილს ‘’სანამ ვინემ გაიგებს’’ ბავშვი მოიშორონ, ან კიდევ საერთოდ განუდგებიან ხოლმე და სახლიდანაც უპრობლემოდ უშვებენ.
სოფელ წილკანში მცხოვრები 14 წლის მარიამიც ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უკვე 3 თვის ორსულია და მუცელიც შესამჩნევად ეტყობა. სადამდეც შეიძლებოდა სახლში მალავდა. თუმცა მუცელი წამოეზარდა და დამალვა შეუძლებელია. ის ამბობს, რომ დედის ნებას არ დაემორჩილება და ბავშვს არ მოიშორებს, თუნდაც ამისთვის სახლიდან წასვლაც მოუხდეს.
‘’სახლიდან არავინ მაგდებს, მაგრამ ისეთი ამბავი გვაქ ყოველ დღე რო... მარა ბავშვს მაინც არ მოვიშორებ, არ შემიძლია უკვე მიყვარს. ვისაც რა უნდა ის უთქვია, ეგ დედაჩემს უფრო ადარდებს ვიდრე მე’’.
მსგავსი შემთხვევების რიცხვმა რომ იმატა ჩვენს ქვეყანაში ფაქტია.
რა არის ამის მიზეზი? - შესაძლოა მიზეზი მოზართა არასაკმარისი ინფორმირებულობა და ცოდნაა რეპროდუქცუილი ჯანმრთელობის სფეროში. ასეა თუ ისე აშკარაა, რომ აუცილებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მოზარდთა საჭიროებების დადგენა, როგორც ინფორმირება-განათლების, ასევე სამედიცინო-საკონსულტაციო მომსახურების თვალსაზრისით.
No comments:
Post a Comment