6/23/2010

მედია-ბიზნესის განვითარების პრობლემების ასპექტები


მთელ მსოფლიოში მედიის სფერო წარმატებულ ბიზნესად ითვლება.რაც შეეხება საქართველოს,აქ მედია-ბიზნესის მხრივ არაერთგვაროვანი სიტუაციაა.არსებული რეალობდან გამომდინარე ჩანს,რომ საქართველოში მედია,როგორც ბიზნესი,განვითარებული არ არის ისე, როგორც საზღვარ გარეთ.შედარებით წარმატებულია ბეჭდური ტაბლოები და ყვითელი პრესის ბიზნესი,ხოლო სერიოზულ ანალიტიკას გრანტული დაფინანსების გარეშე განვითარების შანსები ნაკლები აქვს.რაც შეეხება სატელევიზიო მედია-ბიზნესს,მასში რეკლამის არსებობის მიუხედავად,ეს სფერო წამგებიანი და დოტაციურია.კვლევების შედეგად გამოვლინდა,რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა,რომელიც დღესდღეობით ქართული მედიის წინაშე დგას,ფინანსების ნალკლებობაა.
,,სახელმწიფოში არის ფინანსური კრიზისი და რა საკვირველია,ეს მედია-ბიზნესზეც აისახება.ტელევიზიის სარეკლამო ბაზარი უნდავ იყოს სრულფასოვანი,რაც საქართველოში პრობლემატური საკითხია.საქართველოს აქვს უამრავი ტელევიზია,რადიო და ჟურნალ-გაზეთები,მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ ავყვავდით.მედია-ბიზნესის მხრივ რთული ვითარება კერძო ტელეკომპანიებს უფრო აქვთ,ვთქვათ,ტელეკომპანია მზის მაგალითზე,საინფორმაციო საშუალებები ერთგვარად განაპირობებს ბიზნესის შემოდინებას,რომელიც ეხლა ჩვენთან არ არის.ამის არ არსებობა შეიძლება უყოს სახელმწიფოს პრობლემა,მსოფლიო პრობლემა,რადგანაც მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე ხდება მედია-ბიზნესის უკუსვლა.მსოფლიო პრობლემა კი ერთგვარად აისახება საქართველზე,მაგრამ ჩვენი პრობლემები შედარებით უფრო მწვავე ხასიათისაა-ამბობს ტელეკომპანია მზის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, მაკა ასათიანი.
საქართველოში მედია-ბიზნესის განვითარება პრობლემატური რომ არის,ამას ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის მფლობელი ქალბატონი ირინა ჭელიძეც ადასტურებს:,,დღეს მთავარი პრობლემა საქართველოში არის თავისუფალი სარეკლამო ბაზრის სიმწირე,ვინაიდან, მედია-ბიზნესის განვითარება ეყრდნობა სახელმწიფო ბაზარს.ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კი არის ეკონომიკური ზრდა და თავისუფალი ბაზარი,ასევე მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება,რადგანაც პოლიტიკური ნების გარეშე ვერ დარეგულირდება სარეკლამო ბაზარი.”
ამ მოვლენას თავისებურად განიხილავს მედია-ბიზნესის ანალიტიკოსი თამარ ჩიქოვანი:,,სატელევიზიო მედია-ბიზნესი დიდი პრობლემების წინაშე დგას.მიმაჩნია,რომ ბიუჯეტი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები,უნდა ვიცოდეთ,თუ რას რამდენი ხმარდება.საინტერესოა,რა თანხა იხარჯება ამა თუ იმ გადაცემაზე.მაგალითად,საზოგადოებრივი მაუწყებლობა უნდა გვთავაზობდეს არა ,,კაბარეს”,რომელიც საკმაოდ ძვირი პროექტია,არამედ მეტს გვესაუბრებოდეს იმ თემებზე, რაც საზოგადოებისთვის არის საინტერესო.საზოგადოებრივი არხის შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ფინანსების უკმარისობასთან,არამედ ცუდ მენეჯმენტთან.ჩნდება კითხვები,ჩვენი გადასახადებიდან,რამდენი ხმარდება ტელეკომპანია ,,საქართველოს”,რომელიც თავდაცვის ტელევიზიაა და ტელეკომპანია ,,ალანიას”,რომელიც დღეს რისთვის მაუწყებლობს,კაცმა არ იცის.დღეს ბიზნესად მედიას ვერ განვიხილავთ,იმიტომ რომ დამოუკიდებელ მედიაში რეკლამის განთავსებას ხელისუფლება ბორკავს.”
გარდა ფინანსური პრობლემებისა მედია-ბიზნესის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ცუდ მენეჯმენტშია.არიან არხები, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებთ,მიუხედავად ამისა, იქ მაინც მძიმე მდგომარეობაა,რადგან ქართველებს აქვთ ახალი იდეების და საინტერესო პროექტების შექმნის პრობლემა.ამ საკითხს ყველა ინდივიდუალურად უდგება,ვიღაც ფიქრობს,რომ ეს პროექტი გაამართლებს,მაგრამ არასწორი გათვლებით საწინააღმდეგო შედეგს იღებენ.შემდეგ ხდება იმ კონკრეტული პროექტების დაფინანსება და თანხის უსარგებლი ხარჯვა,რადგან დაბალი ხარისხის პროდუქტებიდან სარგებელი არა არის და ყოველივე ეს მედია-ბიზნესზე ცუდად აისახება.ამიტომაც, პირველ რიგში,უნდა გაკეთდეს სწორი მენეჯმენტული გათვლები,რადგანაც მარტო ფინანსებში არ არის საქმე.უბრალოდ,ჩვენს ქვეყანაში ვერ მოვნახეთ მეთოდები,ვერ მივაგენით იმ გზას,როგორ მოვარგოთ ჩვენი შესაძლებლობები ამ სარეკლამო საზღვრებს და მედია სივრცეს,რომელიც ჩვენ გარს გვაკრავს.”-განაცხადა მაკა ასათიანმა.
რაც შეეხება ბეჭდვით მედიას,ექსპერტების აზრით,აქაც დიდ სირთულეებს აწყდება ქართული მედია-ბიზნესი,რომლის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროც სარეკლამო განთავსებებია.(საშუალოდ 60-75%) სარეკლამო ბიუჯეტები კი კრიზისის გავლენით კომპანიებმა ასგრძნობლად შეკვეცეს.კრიზისის პრობლემებში შეიზღუდა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა,რასაც,ბუნებრივია,პრესაზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა.
მედია ექსპერტები აღნიშნავენ,რომ დღევანდელ ვითარებაში არ არის გამორიცხული,მთელმა რიგმა ბეჭდურმა გამოცემებმა ფუნქციონირება ვეღარ შეძლონ,დროებით გააჩერონ გამოცემა,მოგვიანებით კი სრულიად გაქრნენ.
დღევანდელ ქართულ ბეჭვდვით სივრცეში არსებული მდგომარეობის შესახებ ქართული მედიასივრცის წარმომადგენლებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს.,,GEORGIAN TIMES”-ის დამფუძნებელმა,მალხაზ გულაშვილმა თქვა:,,ჩვენი გაზეთი ჯერ-ჯერობით კრიზისს ვერ გრზნობს,მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები,ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეგვიძლია,ყველაფერს დრო გვიჩვენებს.თუმცა უნდა ითქვას ისიც,რომ ჩვენ ისეთ კომპანიებთან არ გვქონია თანამშრომლობა,რომელთაც სერიოზული ჩავარდნები აქვთ.რაც შეეხება გაყიდვებს,იგი არა თუ შემცირდა,არამედ გაიზარდა კიდეც.ამ თვალსაზრისით ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია.ადრინდელთან შედარებით გამწვავდა კრიტიკა,როცა კრიტიკა მწვავდება,ტირაჟი იზრდება,ამას თავისი ბუნებრივი ახსნა აქვს.”
გაზეთ ,,რეზონანსის” პასუხისმგებელი რედაქტორის ელისო ჩაფიძის თქმით,ომის შემდგომ და კრიზისის ფონზე გაზეთს გაუჭირდა გრძელვადიან სარეკლამო კონტრაქტებზე კომპანიების დაყოლიება.თუ ადრე ერთწლიანი ხელშეკრულებები ფორმდებოდა,ახლა კომპანიები ერთ ან ორ თვიან თანამშრომლობაზე მოდიან,ისიც იმ შემთხვევაში,როცა სარეკლამო აქტივობა ძალიან სჭირდებათ.შეწქმნილ ვითარებას ისიც ამძაფრებს,რომ გაძვირდა საგაზეთო ქაღალდიც,თუმცა ამის გამო ,,რეზონანსის” ფასი არ გაზრდილა.
გაზეთ ,,24 საათში”ვითარებას კრიტიკულად აფასებენ,გაზეთი გაყიდვასთან ერთად სარეკლამო განვითარებაზეა ორიენტიერბული.სამშენებლო კრიზისმა გაზეთის სარეკლამო მოცულობა მკვეთრად შეამცირა.კერძოდ,თუ კი შარშან საამშენებლო კომპანიებთან 100 000 დოლარიან კონტრაქტებზე იყო საუბარი,წელს იგივე კონტრაქტების მოცულობა სამჯერ და უფრო მეტად შემცირდა.
თამარ ჩიქოვანის აზრით,რეკლამები შეუმცირდა ყველას როგორც ბეჭდურ,ასევე ელექტრონულ მედიას,რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ფაქტზე,რომ საქართველოში მედია,როგორც ბიზნესი,საერთოდ არ არსებობს.
თუმცა ასეთი სიტუაციებიდან გამოსავალი შეიძლება არსებობდეს.როგორც გაირკვა,ევროკავშირი საქართველოში მედიის განვითარების ფართომაშტაბიან პროგრამას იწყებს.11თვეზე გაწერილი 700 000 ევროს ღირებულების პროგრამა საქართველოს მედიის კონკრეტულ და მიმდინარე საჭიროებებს პასუხობს.საქართველოს მედიაასოციაციების გაძლიერება,მედიის თავისუფლება,მენეჯმენტისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ბიზნესის განვითარება-ეს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალია,რომელსაც ,,მედიის ხელისშემწყობი პროგრამა საქართველოსთვის”ამ პერიოდში განახორციელებს.
ეს არის პროექტი,რომელიც ამ მოკლე ვადებში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს მიზნად-აცხადებს პროექტის დირექტორი,ელადა გამრეკლიძე.მისივე თქმით,პროგრამა მოიცავს მცირე გრანტებს,კონსულტაციებს,ტრენინგებს და სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს:უკეთესი მენეჯმენტი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების განვითარება-ეს იქნება პროგრამის მთავარი პარტნიორის,გაზეთების და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის მიზანი,განაცხადა პატსი ნაკელმა, პროგრამის მენეჯერმა.კვლევების შედეგად გამოვლინდა,რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა,რომელიც დღესდღეობით ქართული მედიის წინაშე დგას ფინანსების ნაკლებობაა.მისივე თქმით,პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტრენინგები ქართული მედია საშუალებების მაღალი რეიტინგისათვის:,,ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ვალდებულებებს გადავინაწილებთ და მათ შორის ჩვენი კუთხიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება დამოუკიდებელი ბიზნესგანვითარება ასევე ახალი მედია ტექნოლოგიების დანერგვა-აღნიშნა პროექტის მენეჯერმა.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელები აცხადებენ,პროექტზე იმუშავებს მედიაგანვითარების სფეროში გამოცდილი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი , როგორც თბილისში,ასევე პარიზსა და ლიონში.

No comments:

Post a Comment