6/23/2010

რომში 4 მოციქულის უძველესი ფრესკები აღმოაჩინეს


უნიკალური აღმოჩენა იტალიაში. რომის ცენტრში არქეოლოგებმა 4 მოციქულის უძველესი ფრესკები იპოვეს.ანდრია, პეტრე, იოანე და პავლე მოციქულების ხატები, წინასწარი მონაცემებით, მეოთხე-მეხუთე საუკუნეების მიჯნაზეა დაწერილი. მეცნიერები რომის ცენტრში გათხრებს უკვე მეორე წელია აწარმოებენ. იმის შესახებ, რომ ნანგრევებში ნახატები იყო დარჩენილი, მათ წინასწარ იცოდნენ, თუმცა იმის შესახებ, რომ კედლებზე უძველესი ფრესკები იქნებოდა, ინფორმაცია არ ჰქონდათ. იმ ადგილას, სადაც ხატები იპოვეს, პირველი ქრისტიანების საფლავებია. ფრესკები, სავარაუდოდ, სწორედ მათ საფლავებზე იყო. ფრესკებიდან მტვრის მოსაცილებლად მეცნიერებმა უახლესი ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს.

No comments:

Post a Comment