
განათლების მიღების უფლება დღეს დადასტურებულია ეროვნული და საერთაშორისო აქტებით- ევროპული კონვენციით ადამაინთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ.განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.მეოცე საუკუნის 70-80იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქარათველოში დაიწყო განათლების სისტემის რეფორმირება.რეფორმა ისახავდა შემდეგ მიზნებს
1.საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება
2.კორუფციის აღმოფხვრა სისტემის დონეზე
3.განათლების მართვის და დაფინანსების თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბება
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ავკარგიანობაზე ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს.განათლების სისტემა ყოველთვის ითხოვს განვითარებას,ამიტომ რეფორმები აუცილებელია,ოღონდ არსის ცვლილების გარეშე.რეფორმების ჩატარებისას დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობაა საჭირო,რომ განათლების სისტემა ისე დაიხვეწოს,მოხდეს სწავლების პროცესის გაუმჯობესება და ახალგაზრდა სპეციალისტთა დონის გაზრდა.
საქართველოს განათლების სისტემას ორი ძირითადი ამოცანა აქვს:პირველი- ერის ინტელექტუალური დონის ამაღლება, განათლებული და კულტურული საზოგადოების შექმნა.მეორე- სახელმწიფო დიპლომი სწორად განსაზღვრავდეს საზოგადოების ყოველი წევრის ადგილს მხოლოდ მისი ნიჭის და ცოდნის მიხედვით.ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები გამოხატავს უმაღლესი განათლების რეფორმის არსს და ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად აპრობირებული გზებით ხდება დასახული მიზნების შესრულება.ამის შესახებ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი, ,,დემოკრატიული ფრონტის” ლიდერი დავით ზურაბიშვილი ამბობს:,,ხელისუფლება განათლების რეფორმას თავის უდიდეს წარმატებად მიიჩნევს.საქართველოს ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები კი მას ,,ფსევდორეფორმად” და დამანგრევლად თვლიან.უმაღლეს სასწავლებლებში არ იციან,რა გააკეთონ,გაუგიათ,რომ არსებობს ლიბერალური სწავლების მეთოდი.” როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ,განათლების რეფორმა იმ მიზნით დაიწყო, რომ 2010 წლისთვის უმაღლესი განათლების სივრცე შექმნილიყო.მართალია,რეფორმა ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან,ვერც სიძნელეთა და პრობლემათა სიუხვისგან,მაგრამ არ უნდა შეილახოს დარგის ძირეული და მნიშვნელოვანი არსი.
2004 წლიდან დაიწყო ძირეული რეფორმების ახალი ეტაპი,რომლიც გულისხმობდა ერთიან ევროპული საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას.თუმცა ამ ტენდენციებს მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეც ჰყავდა. ,,2004 წელს,როდესაც მიიღეს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ,ქართული უნივერსიტეტი გარდაიცვალა,რამაც,თავისთავად მოკლა უმღლესი განათლება.უკანასკნელ ოცეულში სწავლა-განათლების მოყვარე ქართველ ერში განათლების დონე მნიშვნელოვნად დაეცა.დღეს უკვე ცხადია, რომ ჩატარებულმა და წარმატებულად მონათლულმა განათლების რეფორმებმა ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი ფორმები მოგვიტანა და სრულიად ფუჭად დაგვაკარგვინა წლები.”-ამბობს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე,ფიზიკის და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ჯიბლაძე.
განათლების რეფორმამ გამოიწვია ცვლილებები,რომელიც დავით ზურაბიშვილს დადებით მხარედ მიაჩნია.,,ერთადერთი პლიუსი რაც დღევანდელ სისტემას აქვს არის მისაღების გამოცდების ახალი მოდელი,რომელიც უნაკლო არ არის,მაგრამ ადგილობრივი სპეციპიკიდან გამომდინარე,ძველს ჯობია.
უმაღლესი განათლება განათლების ის უმთავრესი რგოლია,რომელმაც სასწავლებლები უნდა უზრუნველყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასაწავლებლებით და მაღალი დონის სახელმძღვანელოებით.განათლების პოლიტიკა საქართველოში,ისევე,როგორც სხვაგან ეფექტური იქნება, თუ ერთი მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება,მეორე მიმართულებას არ აზიანებს.
მოვახდინოთ ერთგვარი შედარება ძველ და ახალ განათლების შინაარსს შორის.ძველი,საბჭოთა უმაღლესი განათლების სისტემა ფაქტობრივად წარმოადგენდა ტოტალიტარული სისტემის ნაწილს,ანუ იყო მთლანად სახელმწიფო გამგებლობაში.ეს გამოიხატებოდა ერის მხრივ,მთლიან საბიუჯეტო დაფინანსებას,მეორე მხრივ კი იდეოლოდიურ-პოლიტიკურ კონტროლში.დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლოტიკური კონტროლის მექანიზმი მოიშლა,დაფინანსება სახელმწიფოდან არასაკმარისი იყო,გაჩნდა კერძო სასწავლებლები და ფასიანი ფაკულტეტები.
,,სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული რეფორმის მიზანი იყო ქართული უმაღლესი განათლების სისტემის მიახლოება თანამედროვე ევროპულ სისტემასთან,მაგრამ ეს მხოლოდ დეკლარირებულ განცხადებად დარჩა და განათლების სისტემა თითქმის უცვლელია.”-ამბობს დავით ზურაბიშვილი.
განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმათა ერთგვარ შედეგს წარმოადეგენდა უნივერსიტეტებში ფაკულტეტების შეერთება,დამსხვილება და პროფესორების,ლექტორების სამსახურიდან განთავისუფლება.ნანა კვარაცხელია,ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოლიდარობა განათლებული საქართველოსათვის”კომისიის წევრი,ამ რეფორმას პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს და ამბობს,რომ რეფორმას საფუძველი იყო პოლოტიკური მიზნები.,,ამგვარი რეფორმებით უნივერსიტეტის ცნობილი კაბინეტები, სადაც ინტელექტუალური დევკაცები დააბიჯებენ,შემთხვევითი პიროვნებების საჯირითო გახდა.მომავალი თაობების თვალში მეცნიერების და განათლებულ პირთა სტატუსი დააკნინა,რითაც მთლიანად წინააღმდეგობაში მოექცა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში წაყენებულ პირობებთან”.
,,განათლების რეფორმის შედეგად უმაღლესებმა უფრო მეტად ზოგადი კურიკულუმები ბაკალავრიატის პირველ წლებში და სპეციალიზება დაიწყეს უფრო გვიან.ასევე რეფორმის შედეგად რეგულირებადი გახდა განათლება,იურიდიული და სამედიცინო.ამ პროფესიებში დაწესდა პროფესიული სტანდარტები,რაც იწვევს შინაარსის ცვლილებას”-ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სიმონ ჯანაშია.
ლიბერალური განათლება არის უმაღლესი განათლების მიღების ფორმა,რომელიც დღეს ჩრდილოეთ ამერიკის ელიტურ უნივერისტეტებშია დამკვიდრებული.ლიბერელური განათლება იძლევა მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევის და შესაბამისად, წარმატების მიღწევის საფუძველს.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება შემდეგი პრინციპების მიხედვითაა მოწყობილი.სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ერთი წლის განმავლობაში დაესწრნონ სასურველ ლექციებს,ესაუბრნონ მკვლევარებს,პროფესორებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ,თუ რა მიმართულებით გააგრძელონ განათლების მიღება.განათლების რეფორმის შედეგი ლიბერალურ განათლებაზეა ორიენტირებული.სტუდენტი საკუთარ შესაძლებლობებს მოსინჯავს მისთვის საინტერესო სფეროებში და მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევს მომავალ პროფესიას.
სტუდენტების უმაღლესი განათლების სისტემაში დადებითად აფასებენ.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების მეოთხე კურსის სტუდენტი, ცოტნე მგალობლიშვილი ამბობს:,,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება უმაღლესების მართვას.სტუდენტებს გვენიჭება მეტი უფლებები და გავაქვს შესაძლებლობა,აქტიურად ჩავერთოთ უმაღლესების მართვაში,რაც ჩემი აზრით,მნიშვნელოვანია თვითმართველობისთვის.”
ამ ფაქტებთან დაკავშიერებით დავით ზურაბიშვილის დამოკიდებულებაა,რომ კანონი ახდენს ზედმეტ რეგლამენტაციას და კერძოდ, უსაზღვრავს სასწავლებლებს რა უნდა გააკეთონ,რაც უმაღლესების ავტონომიისათვის შემაფერხებელია.
განათლების რეფორმის განხორციელებისას მოხდა აკრედიტაციის შეჩერება რამდენიმე უნივერსიტეტისათვის.247 უმაღლესი სასწავლებლიდან ამ რეფორმის შემდეგ დარჩა მხოლოდ 52 უმაღლეს სასწავლებელი.რაც სიმონ ჯანაშიას თქმით:,,რეფორმის დადებითი მხარეა,რომ უმაღლესების რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა და ამავე დროს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დიპლომების გაცემას.”
რეფორმის ავტორი კახა ლომაია ამბობს,რომ ამ ეტაპზე,ანუ რეფორმის დაწყებიდან რეფორმის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს სისტემის საკვანძო ელემენტების შეფასება და მის საფუძველზე ახალი ხედვების ჩამოყალიბება. ,,მხოლოდ უწყვეტი განახლება,რომელიც საბაზისო ღირებულებებს ეფუძვნება,აძლევს მოქალაქეს, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური განვითაერბის ეფექტებს”- აცხადებს კახა ლომაია.მინისტრი,რომელსაც ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ჰქონდა და არა ზეგავლენა,ლომაია იყო.პროფესორ სიმონ ჯანაშიას თქმით,ლომაია,ხალხის უკმაყოფილების მიუხედავად მთავრობის მხარდაჭერის რეფორმებს თავდაჯერებულად ატარებდა, ახლა კი მინისტრები ადამიანებს არწმუნებენ,რომ მათ რეფორმები სწორედ საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ტარდება,რაც ლომაიას მიზანი არასოდეს ყოფილა.
ჩატარებული რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში,რაც გულისმობს ერთი მხრივ ინდივიდუალური მისწრაფებების,მეორე მხრივ საბაზრო მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება და მესამე მხრივ ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული სწავლებას.
No comments:
Post a Comment