
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გენერალ სტენლი მაკკრისტალის ავღანეთში სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან გადადგომას დათანხმდა. ამ თანამდებობაზე დანიშნა გენერალი დევიდ პეტრეუსი - შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური. მანამდე ობამა თეთრ სახლში შეხვდა გენერალ მაკკრისტალს, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე, მაკკრისტალი პენტაგონში ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსს, ადმირალ მაიკ მალენს. მაკკრისტალმა ბოდიში მოიხადა ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც მისი განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის უარყოფითი შეფასება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით.
No comments:
Post a Comment