
ქვეყანაში,სადაც ხელისუფლება სიღარიბეს ,,ებრძვის“,ასევე ცდილობს შეამციროს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა.სიღარიბის დაძლევის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, სოციალური დახმარების სწორი სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს მოსახლეობის სამართლიანი,მიზნობრივი და ეფექტური დახმარება.
2005 წლამდე საქართველოში არ არსებობდა სტატიკური მონაცემები,რომელიც რეალურად ასახავდა თუ რამდენი დამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.2005 წლიდან სეიქმნა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზა.ადამიანები,რომლებიც, რომლებიც ამ ბაზაში ირიცხებიან,სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ დახმარებას.ოჯახები,რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მეტისმეტად შეჭირვებულთა რიცხვს მიეკუთვნებიან,სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ ფულად დახმარებას და ამასთანავე სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნას.სააგენტოს მიზანია საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის გაუმჯობესება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის ოჯახის წევრამა ან ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სააგენტოს რაიონულ ან საქალაქო განყოფილებას.განაცხადის შევსებისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციები:ოჯახის სრულწლოვანი წევრების პირადობის მოწმობები ,დაბადების მოწმობეი ოჯახის იმწევრებისა,რომლებიც არ არია სრულწლოვნები.ოჯახის დეკლარცია ივსება სოციალური აგენტის ოჯახში ვიზიტისას,მონაცემების სიზუსტეს ადასტურებს ხელმოწერით ოჯახის უფლებამოსილი წევრი.დეკლარაციის შევსების სემდეგ ხდება სარეიტინგო ქულის დადგენა.თუ სარეიტინგო ქულა არის 57000 ქულის ქვემოთ,ოჯახს დაენისნება ფულადი დახმარება.(განაცხადის შეტანიდან ოთხი თვის შემდეგ).თუ ოლახის სარეიტინგო ქულა 70000 ზე დაბალია მიიღებს სამედიცინო პოლისს.სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებეი პირის გელა ჩივიაშვილის თქმით ,,მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 18000000 მდე პირი(დაახლოებით 50000 ოჯახი).ტუმცა ამ ბაზაში დარეგისტრირება არ ნიშნავს,რომ მას დაენიშნება სიციალური დახმარება.დღეისთვის ფულადი დახმარება გაიცემა დაახლოებით 150000 ოჯახზე,ხოლო სამედიცინო დახმარებას იღებს 900000 პირი“.
როცა დგინდება ოჯახის ე.წ. სარეიტინგო ქულა მნიშვნელოვანია დემოგრაფია,ადგილმდებარეობა,ჯანმრთელობის სტატუსი,შემოსავალი,რომელიც ამ კონკრეტულ ოჯახს ან ოჯახის წევრს აქვს.ხარჯები,მათ სირის კომუნალური.
ზოგ შემთხვევაში ადამიანებს,რომელთაც არ ენიშნებათ სოციალური დახმარება მიზეზად შეფასების კრიტერიუმების არამართებულობას ასახელებენ.
სონია კარაულიძე გორის რაიონის სოფელ ოლოზის მცხოვრებია.ის იღებდა სოციალურ დახმარებას,მაგრამ ორი წლის შემდეგ ფულადი დახმაღება შეუწყდა.მან მიმართა მომსახურების ცენტრს.განაცხადის განხილვის შემდეგ,მოქალაქის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.ოჯახის სარეიტინგო ქულაა 66750,რაც არ ითვალისწინებს ფულად დახმარებას.სონაი კარაულიძის თქმით,სოციალური დახმარების დანიშვნა არასწორად ხდება და ის ასაჩივრებს სარეიტინგო ქულას.
ე.წ სიღარიბის პროგრამაში მყოფთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.არიან ადამიანები,რომელებიც ამ პროგრამით სარგებლობენ.ნუცა ჩიკვაიძე სარგებლობს სოციალური დახმარებით და ამბობს: ,,არავის უხარია და სიამოვნებს,რომ მას ღატაკი ჰქვია.როცა საარსებო საშუალება არ მაქვს,სირცხვილზე არ ვფიქრობ.ამ პროგრამით მოზერულ თანხას ვიღებ,რითაც საკვებს ვყიდულობ“.
ადგილობრივ გამგეობებს,საკრებულოებს და თავად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ ადამიანები,რომელთაც არ აქვთ ფულადი დახმარება,მაგარმ თავს ღატაკთა კატეგორიას მიაკუთვნებენ.
თელავში მცხოვრები ვენერა მინდელი განცხადებით მიმართავს სოციალური მომსახურების ცენტრს.მისივე თმით,დეკლარაციას ხელი ისე მოაწერა,რომ საკუთარი პასუხები არ გადაიკითხა.ის თვლის, რომ ,,შეცდომა დაუშვა“ ,რადგან სოციალურ აგენტს ,,ზედმეტად ენდო“,ამიტომაც ვერ არმოჩნდა სიციალურად დაუცველთა სიაში.როგორ ვენერა მინდელი ამბობს,სოციალური აგენტის მიერ იჯახის დეკლარაციაში მითითებულია,რომ მისი ვაჟი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე დაქირავებულ მუშად მუშაობს.მინდელის თქმით,მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს.ასევე სოციალურ აგენტს არ ეთანხმებასაცხოვრებელი სახლის შეფასებისას. ,,კედლები ინგრევა,იატაკი თოთქმის ყველა ოთახში ჩამტვრეულია,ქვიმის დროს ჩამოდის წყალი.სახლი რესტავრაციას არ ექვემდებარება.აგენტმა ჩაწერა,რომ სახლი ცუდ მდგომარეობაშია და მას სეეზლო ჩაეწერა ,რომ სახლი ზალიან ცუდ მდგომარეობაშია“.
როგორ გელა ჩივიაშვილი ამბობს,პრეტენზია ადამიანებისა ბუნებრივია,როცა მოქალაქეს არ აქვს სოციალური დახმარება,მაგრამ თუ რამდენად საფუძვლიანია ამას სოციალური აგენტი ამოწმებს,ოჯახში ვიზიტისას.გეგმიური გადამოწმება ხორციელდება წელიწადში ერთხელ,ხოლი არაგეგმიური შემოწმებისთვის სხვადასხვა მიზეზებია საჭირო.მაგალითად:თუ სააგენტო იღებს ინფორმაციას,რომ ოჯახმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
მთავრობა უმწეოთა შეფასების ახალ კროტერიუმებს ამტკიცებს,რაც 1 ივნისიდან შევა ძალაში.საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის,ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით,პროგრამაში შევიდა ძიორეული ცვლილებები,შეიცვალა სიღარიბოს განსაზღვრის კრიტერიუმები.მინისტრი ვარაუდობს,რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა არ გაიზრდება.
ახალი კრიტერიუმების მიხედვით,იზრდება გამგეობის,ადგილობრივი მმართველობის როლი ოჯახის დეკლარაციის შევსებისას,რაც გულისხმობს,რომ გათვალისწინებული იქნება გამგეობის დამოკიდებულება,განეკუთვნება არა ოჯახი უმწეოთა კატეგორიას.
,,2005 წლიდან დაგდაგროვდა გამოცდოილება იმ პარამეტრებზე, კრიტერეიუმებხე,რომლის მიხედვითაც ხდება ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის დადგენა.ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით მოხდა კრიტერიუმების შეცვლა,სრულყოფა.გაიზრდება პროგრამის მისამართულობა,დახმარებას მიიღებს ის ოჯახი,ვისაც მართლა სჭირდება.სიღარიბის დონე არ გაიზრდება,პირიქით არის შემცირების ტენდენცია“ ამბონს გელა ჩივიაშვილი.
სარეიტიგო ქულის დადგენისას აღარ იქნება გათვალისწინებული მობილური ტელეფონი,საბჭოთა წარმოების მაცივარი,ტელევიზორი და ასევე იურიდიული პირების მიერ ნაჩუქარი ნივტთები.გათვალისწინებული იქნება ფუფუნების საგნები:პლაზმური ტელევიზორი,ავტომობილი...
საქრთველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის შეფასებით,უმწეოთა ახალი კრიტერიუმები შექმნის იმ ფორმულას,რომელიც გამოავლენს უმწეოთა ობიექტერ სურათს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ,რომ მოხდა შეფასების კრიტერიუმების სრულყოფა,მაგრამ რამდენად შეუჭყობს ახალი კრიტერიუმების გათვალისწინება უმწეოთა რეალური სიის შექმნას,ამას სატესტო ვარიანტი გვიჩვენებს.
No comments:
Post a Comment