6/23/2010

მონაკოს პრინცი ოლიმპიურ ჩემპიონზე დაინიშნა


მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო სასიძომ, მონაკოს 52 წლის პრინცმა ალბერ მეორემ ნიშნობის თაობაზე გამოაცხადა. მისი რჩეული 32 წლის სამხრეთაფრიკელი, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში - შარლენ უიტსტოკია.


ალბერ მეორესა და შარლენს შორის რომანი ოთხი წლის წინ დაიწყო, ხმები მონარქის შესაძლო ქორწინების შესახებ კი პირველად 2008 წელს დაირხა.გრიმალდის 700-წლიანი დინასტიის წარმომადგენელი ალბერი არასდროს ყოფილა დაქორწინებული და არც კანონიერი მემკვიდრე ჰყავს, მის ორ "უკანონო" შვილს კი სამეფო გვირგვინზე პრეტენზია ვერ ექნებათ.


თუკი ალბერს კანონიერი შვილი არ შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ გვირგვინი უახლოეს ნათესავზე გადავა.

No comments:

Post a Comment