
საქართველოს ეკონომიკას პრობლემები ჯერ კიდევ ომამდე შეექმნა და შეიზლება ითქვას ქვეყანაში დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა ეკონომიკური კრიზისი.გარდა არსებული კრიზისისა საქართველოს საერთაშორისო ,,მსოფლიო გასაჭირიც,, შეეხო ორი მხრივ.შემცირდა მოხმარება,დაეცა გაყიდვები და მოხდა ფასების მკვეთრი ვარდნა.ამ ყველაფერმა კო ბიზნესს სერიოზული საფრთხეები შეუქმნა და შეიძლება ითქვას, შეაფერხა განუვითარებელი ბიზნესების განვითარება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ბიზნესი უფრო მძიმე მარწუხებში მოაქცია, მაგრამ ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ჩიხიდან გამოსავალი ომის შემდეგ ადვილად მოიძებნებოდა ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში.გამოყოფილი თანხები,რომელიც საერთაშორისო დონორებმა გამოყვეს, არ მოხდა ამ თანხების სწორი გადანაწილება,რათა შექმნილიყო ბიზნეს სფეროებისთვის ხელშემწყობი გარემო.ლევან კალანდაძე არის ეკონომიკის ექსპერტი და მიიჩნევს, ,,ბიზნესს პირობები არ უნდა შეექმნას,ჩვენ კი პირიქით, თანხა, რომელიც ბიზნესის გამოცოცხლებისთვის იყო განკუთვნილი,ხელისუფლებამ საბანკო არხებიდან სხვა პროექტებისთვის ამოიღო.ასე ბიზნესი არ ვითარდება...
განვითარებად ქვეყნებში მთავრობა ყოველთვის ზრუნავს მცირე და საშუალო ბიზნესების დასახმარებლად,რადგან ფაქტია, რომ ბიზნესი ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა.რაც შეეხება ბიზნესს საქართველოში, საქმიანობის სფეროა, რომლის საბოლოო მიზანს მოგება წარმოადგენს.ამავე დროს ცდილობს მომხმასრებლის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს,მაგრამ საქართველოში გავითარებული ბიზნესები უმეტესად აქცენტს შემოსავლის მიღებაზე აკეთებენ და ნაკლებად ზრუნავენ თუნდაც ხარისხზე და სხვა კრიტერიუმებზე.
საქართველოში უკვე რამდენიმე საუკუნეა ბიზნესის სხვადასხვა სფეროების განვითარებამ ფეხი აიდგეს,მაგრამ ქართულ ბაზარზე მაინც ბევრი ნიშა დარჩა ასათვისებელი.განვითარებული ბიზნესების გვერდით ასევე არის განუვითერებელი ბიზნეს სფეროებიც,რომლებიც განვითარების სტადიაშია.მათ შორისაა ისეთი სფეროები,რომელთაც წარმატებული განვითარება მოიპოვეს საზღვარგარეთის ქვეყნებში,მაგრამ საქართველოში არ არის ჯერ კიდევ წარმატებით განვითარებული.რით შეიძლება აიხსნას ეს მოვლენა?
ყოველ ბიზნესს თავისი მახასიათებელი,თავისებურება აქვს და შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს ამ ბიზნესის ანალოგიურად გადმოქართულება.ბიზნესის განვითარება დამოკიდებულია ერის ტრადიციებზე, მენტალობაზე .მაგრამ არსებობს ისეთი ბიზნეს სფეროები,რომელებიც სწორედ უცხოეთიდან შემოვიდნენ საქართველოში და ისინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არიან. შეიძლება მათ განუვითარებელი ბიზნეს სფეროები ვუწოდოთ.
როგორც უკვე ითქვა საქართველოში ბევრი პრობლამაა ბიზნეს სფეროებში.ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით ყველაზე მეტი ადგილი მომსახურების სფეროშია ასათვისებელი.აღსანიშნავია,რომ საქართველოში ოფისების,დაწასებულებების,სხვადასხვა საწარმოების მომარაგება საკვებით არ არის განვითარებული ბიზნესი.დღევანდელობიდან გამომდინარე,სამსახურის განმავლობაში მრავალ ადამიანს უწევს სამსახურში კვება.ამიტომ ოფისების მომსახურება შეიზლება წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდეს ქართულ რეალობაშიც.არსებობს კომპანიები, რომელთაც საკვები დააქვთ ოფისებში,მაგრამ ზოგჯერ მათი საკვები ძველია, ან უგემური.თუ ეს ვითარება შეიცვლება, კარგი შანსია ამ სფეროში ბიზნესის განვითარების.რათქმა უნდა, პატიოსანი საქმიანობით კლიენტები მიიზიდო და კომპანიამ ამით მოიპოვოს კლიენტების ნდობა.
ეკონომიის ექსპერტი კობა თვაური თვლის,რომ ამ ბიზნესში აუცილებელია კლიენტების ნდობის მოპოვება.საერთოდ საქართველოში ერთი სენი სჭირთ-დაიწყებენ რამეს კეთებას კარგად და მერე აურევენ, ამბობს ექსპერტი.
მომსახურების ეს სფერო უნდა ითვალისწინებდეს კლიენტების ინტერესებსაც და არ უნდა ზრუნავდეს მხოლოდ საკუთარი პროდუქციის ,,გასაღებაზე,არამედ საკვბის ფასი უნდა იყოს ხელმისაწვდომი რიგითი თანამშრომლისთვისაც.ფასი არ უნდა იყოს ხელოვნურად გაბერილი.ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პროდუქციის ხარისხიც.ამ სფეროს კონკურენციას უწევს ასევე სწრაფი კვების ობიექტები.თავიდან სწრაფი კვების ობიექტების მომსახურება წარუმატებლად ითვლებოდა,მაგრამ მოსახლეობის ის ნაწილი,რომელიც სამსახურით და სტაბილური ხელფასით არის უზრუნველყოფილი მისთვის მისაღებია ეს სერვისი.მაგრამ ყველაფერი რიგზე არც აქ არის,რადგან დასვენებისთვის განკუთვნილი ნახევარი საათი რიგის მოლოდინში იკარგება.
საქართველო გემრიელი სამზარეულოთი განთქმული ქვეყანაა, სადაც სუფრას სოციალური,ინტელექტუალური, ტრადიციული დატვირთვა აქვს, მაგრამ სწრაფი კვების ობიექტები დიდ კონკურენციას ვერ უწევს ოჯახურ სამზარეულოებს.
არსებული პროლემები ბიზნესის სფეროში ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ხელისუფლების პასიურობის ბრალია.რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილი თქვა: ,,სახელმწიფოს ერთადერთი რამ შეუძლია,ხელი შეუწყოს კერძო ბიზნესის განვითარებას,რათა შემდგომ ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები.ბიზნესი ჩვენთან გაძარცვული,შეზღუდული და უფლებააყრილია,
კარგად განვითარებული ბიზნესი მართლაც ქვეყნის ეკონომიკურუ მდგომარეობის საწინდარია, ამიტომ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი იქნება თუ განუვითარებელი ბიზნეს სფეროებიც განვითარდება,რომელსაც საზოგადოება საჭიროებს.
No comments:
Post a Comment