
ზაფხულის შემობრძანება კომპანიამ „ისიპარი“ 3 ახალი სურნელით მიულოცა ქართველ ქალბატონებს. marc jacobs–ის ორი არომატი – Daisy და Lola, და Chloe.
Chloe -ს (ქლოეს) ახალი სურნელის ხელწერა კრეატიული, თავდაჯერებული ინდივიდუალობის მქონე ქალს წარმოგვიდგენს. ეს ქალური სუნამო, თავისუფალი სულისკვეთების, მოდური ქალებისთვის არის შექმნილი.
Chloe –ფრანგული მოდის სახლი დაფუძნდა 1952 წელს Gaby Aghion ის მიერ. იგი მხოლოდ მაღალი მოდის ტანსაცმელს ამზადებდა. Gaby Aghion-მა უარყო მკაცრი ფორმალურობა 50 იანი წლების და შექმნა მაღალხარისხიანი, რბილი, სხეულის შემგრძნობი ტანსაცმელი ძვირფასი ქსოვილებით და დაარქვა 'luxury prêt-à-porter'' ანუ ფუფუნების ყოველდღიული სამოსი.
1966_ წლიდან სახლთან თანამშრომლობა დაიწყო Karl Lagerfeld_მა. რის შემდეგაც Chloe –ს მოდის სახლი 70_იან წლებში ერთერთ ყველაზე სიმბოლურ და პრესტიჟულ სახლად იქცა. მისი ერთგული მომხმარებლები გახდნენ: Jackie Kennedy, Brigitte Bardot, Maria Callas, Grace Kelly.
1997_წელს Chloe –ს მოდის სახლთან თანამშრომლობა დაიწყო Stella McCartney_მ, რომელმაც შექმნა მოდელები ძალიან ქალური, რომანტიული და თვითდამკვიდრებადი. მისი ერთგული მომხმარებლები გახდნენ: Kristen Dunst, Natalie Portman.
No comments:
Post a Comment