
პოპ-მუსიკის მეფის ყველაზე პოპულარულ სიმღერად მაკარტნისთან ერთად ჩაწერილი დუეტი დაასახელეს.
მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard მაიკლ ჯექსონის წლისთავთან დაკავშირებით მისი სიმღერების ტოპ-ორმოცდაათეული გამოაქვეყნა, იტყობინება Newsru.com.
სიაში პირველ ადგილზე 1983 წლის ჰიტი "Say Say Say" აღმოჩნდა, რომელიც პოპ-ვარსკვლავმა პოლ მაკარტნისთან ერთად ჩაწერა. სწორედ ეს კომპოზიცია ინარჩუნებდა ყველაზე ხანგრძლივად აშშ-ის ჰიტ-აღლუმებში ლიდერობას.
მეორე ადგილზე "Billie Jean" დასახელდა. შემდეგ კი სიმღერები - "I"ll Be There", "Beat It" და "Rock with You". ჯექსონის ჰიტების ათეულში ასევე შევიდა "Dancing Machine", "Man In The Mirror", "I Want You Back", "ABC" და "The Girl Is Mine".
No comments:
Post a Comment