
2005 წელს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კონკურსმა სისხლის ბანკებს შორის საუკეთესოდ “ჯო ენის” სისხლის სადგური გამოავლინა. პროგრამის მიზანი, საქართველოში არსებული სისხლის სამსახურების თანამედროვე აპარატურით აღეჭურვა, სისხლის ტესტირების მეთოდის და უსაფრთხო ტრანსპორტირების სწავლება იყო.
ამის მიუხედავად, საქართველოს სისხლის ბანკებში არსებული სიტუცია დამაკნაყოფილებელი მაინც არ არის.
კანონის თანახმად არსებული სისხლის სადგურები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფლებდეს. აუცილებლია სპეციალური აღჭურვილობა, სისხლის ტიპიებისა და ტესტირების ლაბორატორია, სისხლის და კომპონენტების შესანახი ოთახი და სხვა საჭირო დანადგარები.
სისხლის ბანკში სისხლის ჩაბარება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სისხლის აღებამდე მოწმდება. ყურადღება უნდა მიექცეს გადატანილ დაავადებებს განსაკუთრებით _ ინფექციურს. ფასდება მათი გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გამომყოფი სისტემების ფუნქციონირება. ყურადღება ექცევა წონას, სიმაღლეს. სისხლის აღებამდე დონორი b და c ჰეპატიტზე, შიდსზე და სხვა ვენერიული დაავადებების ანტიგენებზე უნდა შემოწმდეს.
დონორებს სახელმწიფო სოციალური გარანტიებითა და შეღავათებით უზრუნველყოფს.
დონორს უფლება აქვს, სამსახურში ხელმძღვანელობას შეუთანხმდეს და სისხლის ჩასაბარებლად წავიდეს. სისხლის ჩაბარების შემდეგ, მას დამატებით დასვენების დღე ეკუთვნის.
მოხალისე დონორის გარდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სისხლს გარკვეულ საფასურად აბარებენ. ეს თანხა დაახლოებით 20 ლარია.
დონაციის შემდეგ სისხლი ლაბორატორიაში ხვდება. იქ მისი კომპონენტებად დაყოფა ხდება, გამოყოფილი კომპონენტები სპეციალური ემპერატურული რეჟიმით დაკალიბრებულ მაცივრებში ინახება, რომელთაც სასიგნალო სისტემა აქვთ.
საქართველოში არსებული სისხლის ბანკებიდან “ჯო-ენის” კლინიკა ერთადერთია სადაც სისხლის გაცემა 24 საათის განმავლობაში უსასყიდლოდ ხდება. დანარჩენი სისხლის ბანკების საშუალო ფასები 30-დან 40 ლარამდე მერყეობს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2008 წლის (უკანასკნელია) მონაცემებით დონორების რაოდენობა 40 ათასამდეა. მათ შორის 8 ათასამდე ნათესავი და 317 მომუშავე პერსონალი.
მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ქალაქ ქუთაისის სისხლის ბანკიდან გატანილი სისხლის კომპონენტების გადასხმის შედეგად შიდსით ათამდე კაცი დაავადდა, სისხლის გადასხმის შედეგად დაავადებების გავრცელების და ლეტქლობის სტატისტიკა არ არსებობს.
No comments:
Post a Comment