6/23/2010

საპატრიარქოს ტელევიზიამ "ერთსულოვნება" მაუწყებლობა განაახლა.


ეთერის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გუშინ საღამოს გაიმართა.სატელევიზიო ეთერის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობატელეკომპანია "ევრიკას" მიმართ "ერთსულოვნების" დავალიანების დაფარვაიყო. ვალი ეტაპობრივად დაიფარება.დღეისთვის "ევრიკას" მიმართსაპატრიარქოს დავალიანება 111 ათას 755 ლარს შეადგენს. მათ შორის 31 ათას 755 ლარიარის ტელეკომპანია "ივერიის" დავალიანება, რომელიც აღნიშნულ სიხშირეზემაუწყებლობდა, ხოლო 80 ათასი ლარი - ტელეკომპანია "ერთსულოვნებისაა". დაფინანსებისსიმცირის მიუხედავად, დღემდე "ერთსულოვნებას" "ევრიკას" მიმართ გადახდილი აქვს2009 წელს 96 ათასი, ხოლო მიმდინარე წელს _ 64 ათასი ლარი.

ავღანეთში სამხედრო მისიის სარდალი გაათავისუფლეს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გენერალ სტენლი მაკკრისტალის ავღანეთში სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან გადადგომას დათანხმდა. ამ თანამდებობაზე დანიშნა გენერალი დევიდ პეტრეუსი - შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური. მანამდე ობამა თეთრ სახლში შეხვდა გენერალ მაკკრისტალს, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე, მაკკრისტალი პენტაგონში ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსს, ადმირალ მაიკ მალენს. მაკკრისტალმა ბოდიში მოიხადა ჟურნალროლინგ სტოუნშიგამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც მისი განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის უარყოფითი შეფასება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით.

ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები დაიღუპნენ


ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების 10 ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედროები ავღანელი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმათა სერიის მსხვერპლნი გახდნენ. მათზე თავდასხმა სამხრეთ ყანდაარის პროვინციაში განხორციელდა.რამდენიმე დღის წინ კოალიციამ ივნისის თვე ყველაზე ტრაგიკულ თვედ გამოაცხადა. როგორც Associated France Press იტყობინება უკანასკნელი ერთი თვის განმავლოაბში ნატოს შეიარაღებული ძალებში დაღუპულთა რიცხვი 65- აღწევს.

ბელორუსს გაზის მიწოდება 60 პროცენტით შეუმცირდა

მოსკოვმა მინსკს გაზის მიწოდება 60 პროცენტით შეუმცირა. "გაზპრომის" ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, გადაწყვეტილება ბელორუსის დავალიანების გამო მიიღეს.რუსეთი ბელორუსს 192-მილიონიანი დავალიანების დაფარვას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზის 85-პროცენტიანი შეზღუდვით იმუქრება. "გაზპრომმა" მინსკს ბუნებრივ აირზე შეზღუდვა ორი დღის წინ დაუწესა, როცა გაზის მიწოდება ჯერ 15 პროცენტით, შემდეგ კი 30 პროცენტით შეუმცირა. რუსულ-ბელორუსულ გაზის კონფლიქტს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ "გაზის ომი" უკვე უწოდა. "გაზპრომის" მოთხოვნაზე, დაფაროს ბუნებრივი აირის საფასური, ლუკაშენკომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის გადაკეტვით უპასუხა. ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, "გაზპრომმა" ბელორუსს ნახევარი წლის ტრანზიტისთვის 260 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ევროპამ რუსული გაზის მიწოდების შემცირება იგრძნო. ევროპარლამენტის პრეზიდენტ ეჟი ბუზეკის თქმით, ამ ეტაპზე ევროპა ნაკლებ გაზს იღებს, ვიდრე ეს ადრე იყო და გაზის მიწოდების შემცირება გერმანიამ და ლიტვამ უკვე იგრძნო. მისივე განცხადებით, რუსეთ-ბელორუსს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებულმა დაპირისპირებამ ევროპის ქვეყნები არ უნდა დააზარალოს. ბუზეკის თქმით, ევროპას, ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით, მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობა სჭირდება; უკიდურეს შემთხვევაში, ისინი გაზის შესაძლო შეწყვეტის შესახებ დროულად უნდა გააფრთხილონ, რაც ამჯერადაც არ მოხდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა ამ ეტაპზე გაზის შეწყვეტისთვის მზად არ არის. რუსეთ-ბელორუსის დაპირისპირებისგან ყველაზე მეტად ლიტვა, პოლონეთი და გერმანია დაზარალდება, რომლებიც ტრანზიტულ ბუნებრივ აირს ბელორუსის გავლით იღებენ.

რომში 4 მოციქულის უძველესი ფრესკები აღმოაჩინეს


უნიკალური აღმოჩენა იტალიაში. რომის ცენტრში არქეოლოგებმა 4 მოციქულის უძველესი ფრესკები იპოვეს.ანდრია, პეტრე, იოანე და პავლე მოციქულების ხატები, წინასწარი მონაცემებით, მეოთხე-მეხუთე საუკუნეების მიჯნაზეა დაწერილი. მეცნიერები რომის ცენტრში გათხრებს უკვე მეორე წელია აწარმოებენ. იმის შესახებ, რომ ნანგრევებში ნახატები იყო დარჩენილი, მათ წინასწარ იცოდნენ, თუმცა იმის შესახებ, რომ კედლებზე უძველესი ფრესკები იქნებოდა, ინფორმაცია არ ჰქონდათ. იმ ადგილას, სადაც ხატები იპოვეს, პირველი ქრისტიანების საფლავებია. ფრესკები, სავარაუდოდ, სწორედ მათ საფლავებზე იყო. ფრესკებიდან მტვრის მოსაცილებლად მეცნიერებმა უახლესი ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს.

კაცების არჩევანი


რა უყვართ კაცებს? ყოველ ზაფხულს ამ შეკითხვას თავად მამაკაცები პასუხობენ. შედეგები კი, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გამართული შოუს დროს ვლინდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს, აშუქებს და სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემს ტელეკომპანია ,,Spike".
,,Spike TV"–ის ყველა შოუ, სერიალი თუ ფილმი, მხოლოდ კაცებისთვის არის განკუთვნილი და შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდ ინტერესს იწვევს. რა დაგიმალოთ და მათ გადაცემებს მეც ვადევნებ თვალს. არა მარტო იმიტომ, რომ მაინტერესებს, კაცები რას უყურებენ, არამედ იმიტომაც, რომ იქ ყველაფერია, რისი ყურებაც მიყვარს: სროლა, ბრძოლა, სიჩქარე, აფეთქებები და ა.შ. უკვე ყოველწლიურად ქცეულ დაჯილდოვებასაც არასოდეს ვტოვებ.

2010 წლის დაჯილდოვების ცერემონია 20 ივნისს, კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესში გაიმართა. საღამო გახსნა შტატის გუბერნატორმა და ბევრისათვის საყვარელმა მსახიობმა, არნოლდ შვარცენეგერმა, რომელმაც სპეციალური ჯილდო გადასცა სილვესტერ სტალონეს. (ამერიკელები რატომღაც, სთალოუნს ეძახიან. არადა, იტალიური გვარია...)
სცენის ერთ მხარეს უზარმაზარი აკვარიუმი ამშვენებდა, სადაც ზვიგენები დაცურავდნენ. მეორე მხარეს კი – შემინულ გალიაში მოსეირნე ვეფხვები. დარბაზში განლაგებულ მაგიდებთან ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები, მებრძოლები და სპეციალურად მიწვეული ჯარისკაცები ისხდნენ. უმეტესად, მამაკაცები. თუმცა, უმანდილო მანდილოსნებიც ბევრნი იყვნენ.

ჩაკეტილი წრე


ფსიქიატრიული საავადმყოფოების დაფინანსება გაიზარდა, იქ არსებული პირობები კი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
"ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ყოფნა", - ასე შეაჯამა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. დაფლეთილი ლეიბები, ჟანგიანი საშხაპეები და ბინძური საპირფარეშოები ფსიქიატრიული დაწესებულებების პრობლემად რჩება. უცვლელია ფსიქიატრიული მკურნალობის მეთოდიც - რეაბილიტაციის ნაცვლად, პაციენტის იზოლირება.

ერთადერთი სიახლე ისაა, რომ 2010 წლის ივლისიდან ფსიქიკური აშლილობის შედარებით მსუბუქი შემთხვევებისას პაციენტებს საავადმყოფოში აღარ დააწვენენ. ფსიქიატრები მათ სახლში უმკურნალებენ.

სახალხო დამცველის მრჩეველი არჩილ თალაკვაძე, მეოთხე წელია, რაც დეტალურად სწავლობს ფსიქიკური მკურნალობის არაეფექტურობის მთავარ მიზეზებს. მისი აზრით, ამ სფეროს პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო აქამდე პაციენტებს მხოლოდ საბჭოთა ტიპის სტაციონარულ მკურნალობას სთავზობდა. ამ სისტემაში არ არსებობდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - პაციენტის რეაბილიტაცია მკურნალობის დასრულების შემდეგ.

"ადამიანი ხვდება იმავე გარემოში, რომელშიც ფსიქიკური აშლილობა დაემართა, და სწრაფადვე ბრუნდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. რამდენჯერაც უნდა გაეწეროს, ის უკან დაბრუნებისთვისაა განწირული. უმრავლესობა ამ ჩაკეტილ წრეში მოძრაობს", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

რეაბილიტაცია შეამცირებდა იმ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც მხოლოდ იმიტომ რჩებიან სტაციონარში, რომ წასასვლელი არსად აქვთ. მათ დღეს იმავე გარემოში უწევთ ყოფნა და იმავე მეთოდებით მკურნალობენ, როგორც სხვა, უფრო მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს. არ ხდება პაციენტების დიფერენცირება; შესაბამისად, არ არსებობს თავშესაფრის ტიპის დაწესებულებები. ამგვარი თავშესაფრის შექმნის გეგმაც არ არსებობს.

ჩაკეტილი წრის გარღვევას შეეცდება ჯანდაცვის სამინისტრო თემზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდის დანერგვით. თუმცა, ამ პროგრამას ნაკლოვანებებიც აქვს. ის მხოლოდ თბილისის მოსახლეობას შეეხება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მწირი ბიუჯეტით (ორასი ათასი ლარი ათ მილიონიანი ბიუჯეტიდან) ყველა პაციენტის დახმარება მოხერხდეს.

2006 წელს ფსიქიატრიული მკურნალობისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი იყო, გასულ წელს ეს რიცხვი დაახლოებით 9 მილიონ-ნახევრამდე გაიზარდა. თუ თავდაპირველად მხოლოდ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ფინანსდებოდა, გასული სამი წლის მანძილზე 70 ათასი ლარით დაფინანსდა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. თანხის სიმწირემ საერთო სურათი ვერ შეცვალა. არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. "თუ სამინისტრო ძირეულად არ შეიცვლის ხედვას, ბიუჯეტის შემდგომი ზრდა ისევ იქნება ინვესტიციების ჩადება არაფერში", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სოფიო ლებანიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მომავალი სტრატეგია დამუშავების ეტაპზეა.

ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის შენიშვნებს ითვალისწინებს, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება, სოციალური რეაბილიტაციის პროექტის სათანადოდ ამოქმედება კი შორეული პერსპექტივაა.

თავდასხმა "ტაოპრივატბანკზე"


"ტაოპრივატბანკზე" მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ბანკის ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ორი ტომარა ფულია წაღებული.ორი თავდამსხმელი "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

ყაზბეგის გამზირის № 4-ში მდებარე "ტაოპრივატბანკის" ოფისთან ინკასაციის სამსახურის მანქანაზე თავდასხმა 21 ივნისს, დაახლოებით, 09:30 საათზე მოხდა.

ბოროტმოქმედებმა ინკასაციის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, 25 წლის ნიკო მეტრეველი დაჭრეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშ გადაიყვანეს.

მონაკოს პრინცი ოლიმპიურ ჩემპიონზე დაინიშნა


მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო სასიძომ, მონაკოს 52 წლის პრინცმა ალბერ მეორემ ნიშნობის თაობაზე გამოაცხადა. მისი რჩეული 32 წლის სამხრეთაფრიკელი, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში - შარლენ უიტსტოკია.


ალბერ მეორესა და შარლენს შორის რომანი ოთხი წლის წინ დაიწყო, ხმები მონარქის შესაძლო ქორწინების შესახებ კი პირველად 2008 წელს დაირხა.გრიმალდის 700-წლიანი დინასტიის წარმომადგენელი ალბერი არასდროს ყოფილა დაქორწინებული და არც კანონიერი მემკვიდრე ჰყავს, მის ორ "უკანონო" შვილს კი სამეფო გვირგვინზე პრეტენზია ვერ ექნებათ.


თუკი ალბერს კანონიერი შვილი არ შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ გვირგვინი უახლოეს ნათესავზე გადავა.

განათლება შეზღუდვების გარეშე


ინკლუზიური სწავლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა ზოგადსაგანმანათლებო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად ჩართვას გულისხმობს. განათლება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, მიუხედავდ მისი ეთნიკური, რელიგიური თუ რასობრივი წარმომავლობისა. სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვებს, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში განათლების თანატოლებთან ერთად მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამ ბავშვების განათლება განათლების სამინისტროსთვის პრიორიტეტად 2004 წლიდან იქცა.

ინკლუზიურ სწავლებას ექვემდებარებიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, ანუ ის ბავშვები, ვისაც ფიზიკური ან გონებრივი თვალსაზრისით გარკვუელი პრობლემები აქვთ. ასევე ბავშვები, რომლებიც რაიმე სპეციალური უნარით არიან დაჯილდოებულნი. მაგალითად ისეთები, რომლებიც უფრო სწრაფად ძლევენ პროგრამას. ან სხვა ეროვნების ბავშვები, რომლებსაც ენის ბარიერი აქვთ. ინკლუზიურ სწავლებას ექვემდებარებიან ის ბავშვებიც, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო რაიმე ემოციის ქვეშ იმყოფებიან. ასევე მოზარდები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ანდა სხვა მიზეზების გამო სასწავლო პროცესს საგრძნობლად ჩამორჩნენ. განათლების სამინისტორს დაქვემდებარებაში იმყოფება მულტიდისციპლინარული გუნდი, რომლის მოვალეობაც არის ამ ბავშვების საჭიროებიების მიხედვით მოახდინოს იდენტიფიკაცია და შეძლებისდაგვარად მათ დახმარება გაუწიოს.
2008-2009 წლებიდან კანონდმებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით ყველა სკოლა ვალდებულია მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი, თუმცა დღემდე პრობლემად რჩება ამ ბავშვებისათვის განკუთვნილი გარემო. ეტლისთვის განკუთვნილი პანდუსები თბილისის დაახლოებით 10 სკოლაშია დამონდაჟებული. შესაბამისად, სხვა სკოლებში ამ ბავშვების მიღება ვერ ხერხდება, რადგან მათი გადაადგილება იზღუდება.
ამ რეფორმასთან დაკავშირებით, სკოლის მასწავლებლებს დაურიგდათ სპეციალური ლიტერატურა, სადაც მითითებულია, თუ რა ხერხების გამოყენებით უნდა იმუშავოს მასწავლებელმა სსსმ ბავშვებთან.

იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელს კლასში ინკლუზიური სწავლების მოსწავლე ჰყავს, იგი აზუსტებს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს და სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე უდგენს მას ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა, მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით აუცილებელი ხდება ეროვნული სასწავლო-სასკოლო გეგმის ცვლილება (მოდიფიკაცია).

ბავშვებს, რომელმებიც განეკუთვნებიან ინკლუზიურ სწავლებას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემები აქვთ. პედაგოგების თქმით, მიუხედავად მათი პრობლემებისა, ეს ბავშვები ისევე არიან ჩართულნი გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში, როგორც მათი თანატოლები.
აუცილებელია მასწავლებელმა აკონტროლოს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შერჩეული აქტივობები, არ იყოს გაკვეთილის კონტექსტიდან და საგაკვეთილო თემიდან ამოვარდნილი.
”მასწავლებლის მიზანია, მეორე კლასის მოსწავლეს განუვითაროს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტების გაგებისა და გადმოცემის უნარი, ხოლო საგაკვეთილო თემაა იაკობ გოგებაშვილის “უსუნო ყვავილი”. მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს ამ დავალების თხრობით გადმოცემა უნდა მოსთხოვს. გამართლებული იქნება, თუკი მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს მისთვის ნაცნობი ყვავილების ჩამოთვლას დაავალებს. ამ მიდგომის გამოყენებისას, მნიშვნელოვნია, რომ მასწავლებელმა ყოველი აქტივობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობების და დასახული მიზნების გათვალისწინებით განსაზღვროს და მიჰყვეს მთავარ პრინციპს: უზრუნველყოს ყველა თავისი მოსწავლის თანაბარი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში” - განმარტავს 151-ე სკოლის ინკლუზიური სწავლების პედაგოგი.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლის მშობელი ბავშვის გონებრივ პრობლემას მალავს, ამიტომ მასწავლებლებს მათთან მუშაობა ურთულდებათ. იმის დასადგენად, თუ რა პრობლემა გააჩნია ამა თუ იმ ბავშვს, ფსიქოლოგებს უწევთ სპეციალური ღონისძიებების გატარება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში ბავშვთა ფსიქოლოგები კითხულობენ გაკვეთილებს ტოლერანტობის შესახებ. ბავშვები სწავლობენ, რომ მიუხედავად კანის ფერის, რელიგიური, ეთნიკური წარმომავლობის და შესაძლებლობებისა, ყველანი თანაბარნი არიან.
”მსგავსმა გაკვეთილებმა შედეგი უკვე გამოიღო, რაც ბავშვებს შორის დამოკიდებულებითაც დასტურდება”, - ამბობს ფსიქოლოგი შორენა მუმლაძე.
ამ ეტაპზე განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების მოდელის შემუშავება ხდება, რომელიც ინკლუზიური სწავლების ზოგად წესებს განსაზღვრავს. ”ეროვნული მოდელი გადაწყვტს შეფასების კრიტერიუმებს და სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილი ვაუჩერის საკითხებს (უნდა განისაზღვროს ვაუჩერის ოდენობა სსსმ ბავშვებისთვის)”, - აღნიშნავს ორგანიზაცია ”პირველი ნაბიჯის” წარმომადგენელი დიორგი დემეტრაშვილი.
განათლების სამინისტროს ეგიდით ხდება ინკლუზიური სწავლების დანერგვა საქართველოს რეგიონებში. თითოეულ რეგიონში მასწავლებლებს უტარდებათ სპეციალური ტრენინგები.თბილისის იმ ათ სკოლაში კი, სადაც ინკლუზიური სწავლება უკვე დანერგილია სპეციალური სამსახური მუშაობს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.



ქენეთ ქოლი – ნიუ-იორქელთა საყვარელი დიზაინერი

ამერიკელმა დიზაინერმა ქენეთ ქოლმა (Kenneth Cole) თავისი ბიზნესი ნიუ-იორქში 1982 წელს ფეხსაცმელების პირდაპირ თრეილერიდან გაყიდვით დაიწყო და დღეისათვის საკუთარი მოდის იმპერია შექმნა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ქოლი 1954 წელს ბრუქლინში დაიბადა, გარკვეული პერიოდი ათლანთაში სწავლობდა, ცხოვრობდა და იურისტობისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ კი მაინც გენებმა და ტრადიციებმა გადაძალა (მამამისი ჩარლი ქოლი ფეხსაცმლის მწარმოებელი კომანიის “El Greco”- პრეზიდენტი იყო) და ფეხსაცმლის ინდუსტრიას დაუბრუნდა. მაგრამ 1982 წელს, როდესაც მან მშობლიურ ქალაქში საკუთარი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა, ბაზარი გადაჯერებული იყო უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი მოთამაშით, ხოლო ბიზნეს-ქრონიკაარშემდგარ მეწარმეთა წარუმატებელი ისტორიებით.

ნიუ-იორქელებისთვის იმხანად სრულიად უცნობი დიზაინერისთვის საკუთარი მაღაზიის გახსნა დიდი ფუფუნება და გაუმართლებლად დიდი რისკი იქნებოდა, მაგრამ მოკრძალებული ფინანსებით მან ვერც პრესტიჟულ ადგილას მდებარე და სასურველი ზომის დარბაზის დაქირავება შეძლო. მაშინ ქოლმა მარტივ და გენიალურ გამოსავალს მიაგნო - ფეხსაცმელების გაყიდვა პირდაპირ თრეილერიდან დაიწყო, მაგრამ აქ სხვა წინააღმდეგობას წააწყდაქალაქის ხელმძღვანელობა დიდი ზომის მქონე ავტომობილებისთვის ხანგრძლივი დროით გაჩერების (ფარქინგის) ნებართვას მხოლოდ კინო-კომპანიებზე გასცემდა და ქოლმაც თრეილერისთვის ადგილი კინოფილმის – “ფეხსაცმლის კომპანიის დაბადება” ("The Birth of a Shoe Company") გადაღების მოტივით დაიქირავა, სწორედ მაშინდელი ეშმაკური მიგნების შედეგია, რომ ქენეთ ქოლის კომპანიას დღემდე კინო-ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სახელწოდება – “Kenneth Cole Productions, Inc.შემორჩა.