6/23/2010

საპატრიარქოს ტელევიზიამ "ერთსულოვნება" მაუწყებლობა განაახლა.


ეთერის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გუშინ საღამოს გაიმართა.სატელევიზიო ეთერის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობატელეკომპანია "ევრიკას" მიმართ "ერთსულოვნების" დავალიანების დაფარვაიყო. ვალი ეტაპობრივად დაიფარება.დღეისთვის "ევრიკას" მიმართსაპატრიარქოს დავალიანება 111 ათას 755 ლარს შეადგენს. მათ შორის 31 ათას 755 ლარიარის ტელეკომპანია "ივერიის" დავალიანება, რომელიც აღნიშნულ სიხშირეზემაუწყებლობდა, ხოლო 80 ათასი ლარი - ტელეკომპანია "ერთსულოვნებისაა". დაფინანსებისსიმცირის მიუხედავად, დღემდე "ერთსულოვნებას" "ევრიკას" მიმართ გადახდილი აქვს2009 წელს 96 ათასი, ხოლო მიმდინარე წელს _ 64 ათასი ლარი.

ავღანეთში სამხედრო მისიის სარდალი გაათავისუფლეს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გენერალ სტენლი მაკკრისტალის ავღანეთში სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან გადადგომას დათანხმდა. ამ თანამდებობაზე დანიშნა გენერალი დევიდ პეტრეუსი - შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური. მანამდე ობამა თეთრ სახლში შეხვდა გენერალ მაკკრისტალს, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე, მაკკრისტალი პენტაგონში ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსს, ადმირალ მაიკ მალენს. მაკკრისტალმა ბოდიში მოიხადა ჟურნალროლინგ სტოუნშიგამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც მისი განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის უარყოფითი შეფასება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით.

ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები დაიღუპნენ


ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების 10 ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედროები ავღანელი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმათა სერიის მსხვერპლნი გახდნენ. მათზე თავდასხმა სამხრეთ ყანდაარის პროვინციაში განხორციელდა.რამდენიმე დღის წინ კოალიციამ ივნისის თვე ყველაზე ტრაგიკულ თვედ გამოაცხადა. როგორც Associated France Press იტყობინება უკანასკნელი ერთი თვის განმავლოაბში ნატოს შეიარაღებული ძალებში დაღუპულთა რიცხვი 65- აღწევს.

ბელორუსს გაზის მიწოდება 60 პროცენტით შეუმცირდა

მოსკოვმა მინსკს გაზის მიწოდება 60 პროცენტით შეუმცირა. "გაზპრომის" ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, გადაწყვეტილება ბელორუსის დავალიანების გამო მიიღეს.რუსეთი ბელორუსს 192-მილიონიანი დავალიანების დაფარვას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზის 85-პროცენტიანი შეზღუდვით იმუქრება. "გაზპრომმა" მინსკს ბუნებრივ აირზე შეზღუდვა ორი დღის წინ დაუწესა, როცა გაზის მიწოდება ჯერ 15 პროცენტით, შემდეგ კი 30 პროცენტით შეუმცირა. რუსულ-ბელორუსულ გაზის კონფლიქტს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ "გაზის ომი" უკვე უწოდა. "გაზპრომის" მოთხოვნაზე, დაფაროს ბუნებრივი აირის საფასური, ლუკაშენკომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის გადაკეტვით უპასუხა. ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, "გაზპრომმა" ბელორუსს ნახევარი წლის ტრანზიტისთვის 260 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ევროპამ რუსული გაზის მიწოდების შემცირება იგრძნო. ევროპარლამენტის პრეზიდენტ ეჟი ბუზეკის თქმით, ამ ეტაპზე ევროპა ნაკლებ გაზს იღებს, ვიდრე ეს ადრე იყო და გაზის მიწოდების შემცირება გერმანიამ და ლიტვამ უკვე იგრძნო. მისივე განცხადებით, რუსეთ-ბელორუსს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებულმა დაპირისპირებამ ევროპის ქვეყნები არ უნდა დააზარალოს. ბუზეკის თქმით, ევროპას, ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით, მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობა სჭირდება; უკიდურეს შემთხვევაში, ისინი გაზის შესაძლო შეწყვეტის შესახებ დროულად უნდა გააფრთხილონ, რაც ამჯერადაც არ მოხდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა ამ ეტაპზე გაზის შეწყვეტისთვის მზად არ არის. რუსეთ-ბელორუსის დაპირისპირებისგან ყველაზე მეტად ლიტვა, პოლონეთი და გერმანია დაზარალდება, რომლებიც ტრანზიტულ ბუნებრივ აირს ბელორუსის გავლით იღებენ.

რომში 4 მოციქულის უძველესი ფრესკები აღმოაჩინეს


უნიკალური აღმოჩენა იტალიაში. რომის ცენტრში არქეოლოგებმა 4 მოციქულის უძველესი ფრესკები იპოვეს.ანდრია, პეტრე, იოანე და პავლე მოციქულების ხატები, წინასწარი მონაცემებით, მეოთხე-მეხუთე საუკუნეების მიჯნაზეა დაწერილი. მეცნიერები რომის ცენტრში გათხრებს უკვე მეორე წელია აწარმოებენ. იმის შესახებ, რომ ნანგრევებში ნახატები იყო დარჩენილი, მათ წინასწარ იცოდნენ, თუმცა იმის შესახებ, რომ კედლებზე უძველესი ფრესკები იქნებოდა, ინფორმაცია არ ჰქონდათ. იმ ადგილას, სადაც ხატები იპოვეს, პირველი ქრისტიანების საფლავებია. ფრესკები, სავარაუდოდ, სწორედ მათ საფლავებზე იყო. ფრესკებიდან მტვრის მოსაცილებლად მეცნიერებმა უახლესი ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს.

კაცების არჩევანი


რა უყვართ კაცებს? ყოველ ზაფხულს ამ შეკითხვას თავად მამაკაცები პასუხობენ. შედეგები კი, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გამართული შოუს დროს ვლინდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს, აშუქებს და სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემს ტელეკომპანია ,,Spike".
,,Spike TV"–ის ყველა შოუ, სერიალი თუ ფილმი, მხოლოდ კაცებისთვის არის განკუთვნილი და შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდ ინტერესს იწვევს. რა დაგიმალოთ და მათ გადაცემებს მეც ვადევნებ თვალს. არა მარტო იმიტომ, რომ მაინტერესებს, კაცები რას უყურებენ, არამედ იმიტომაც, რომ იქ ყველაფერია, რისი ყურებაც მიყვარს: სროლა, ბრძოლა, სიჩქარე, აფეთქებები და ა.შ. უკვე ყოველწლიურად ქცეულ დაჯილდოვებასაც არასოდეს ვტოვებ.

2010 წლის დაჯილდოვების ცერემონია 20 ივნისს, კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესში გაიმართა. საღამო გახსნა შტატის გუბერნატორმა და ბევრისათვის საყვარელმა მსახიობმა, არნოლდ შვარცენეგერმა, რომელმაც სპეციალური ჯილდო გადასცა სილვესტერ სტალონეს. (ამერიკელები რატომღაც, სთალოუნს ეძახიან. არადა, იტალიური გვარია...)
სცენის ერთ მხარეს უზარმაზარი აკვარიუმი ამშვენებდა, სადაც ზვიგენები დაცურავდნენ. მეორე მხარეს კი – შემინულ გალიაში მოსეირნე ვეფხვები. დარბაზში განლაგებულ მაგიდებთან ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები, მებრძოლები და სპეციალურად მიწვეული ჯარისკაცები ისხდნენ. უმეტესად, მამაკაცები. თუმცა, უმანდილო მანდილოსნებიც ბევრნი იყვნენ.

ჩაკეტილი წრე


ფსიქიატრიული საავადმყოფოების დაფინანსება გაიზარდა, იქ არსებული პირობები კი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
"ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ყოფნა", - ასე შეაჯამა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. დაფლეთილი ლეიბები, ჟანგიანი საშხაპეები და ბინძური საპირფარეშოები ფსიქიატრიული დაწესებულებების პრობლემად რჩება. უცვლელია ფსიქიატრიული მკურნალობის მეთოდიც - რეაბილიტაციის ნაცვლად, პაციენტის იზოლირება.

ერთადერთი სიახლე ისაა, რომ 2010 წლის ივლისიდან ფსიქიკური აშლილობის შედარებით მსუბუქი შემთხვევებისას პაციენტებს საავადმყოფოში აღარ დააწვენენ. ფსიქიატრები მათ სახლში უმკურნალებენ.

სახალხო დამცველის მრჩეველი არჩილ თალაკვაძე, მეოთხე წელია, რაც დეტალურად სწავლობს ფსიქიკური მკურნალობის არაეფექტურობის მთავარ მიზეზებს. მისი აზრით, ამ სფეროს პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო აქამდე პაციენტებს მხოლოდ საბჭოთა ტიპის სტაციონარულ მკურნალობას სთავზობდა. ამ სისტემაში არ არსებობდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - პაციენტის რეაბილიტაცია მკურნალობის დასრულების შემდეგ.

"ადამიანი ხვდება იმავე გარემოში, რომელშიც ფსიქიკური აშლილობა დაემართა, და სწრაფადვე ბრუნდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. რამდენჯერაც უნდა გაეწეროს, ის უკან დაბრუნებისთვისაა განწირული. უმრავლესობა ამ ჩაკეტილ წრეში მოძრაობს", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

რეაბილიტაცია შეამცირებდა იმ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც მხოლოდ იმიტომ რჩებიან სტაციონარში, რომ წასასვლელი არსად აქვთ. მათ დღეს იმავე გარემოში უწევთ ყოფნა და იმავე მეთოდებით მკურნალობენ, როგორც სხვა, უფრო მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს. არ ხდება პაციენტების დიფერენცირება; შესაბამისად, არ არსებობს თავშესაფრის ტიპის დაწესებულებები. ამგვარი თავშესაფრის შექმნის გეგმაც არ არსებობს.

ჩაკეტილი წრის გარღვევას შეეცდება ჯანდაცვის სამინისტრო თემზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდის დანერგვით. თუმცა, ამ პროგრამას ნაკლოვანებებიც აქვს. ის მხოლოდ თბილისის მოსახლეობას შეეხება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მწირი ბიუჯეტით (ორასი ათასი ლარი ათ მილიონიანი ბიუჯეტიდან) ყველა პაციენტის დახმარება მოხერხდეს.

2006 წელს ფსიქიატრიული მკურნალობისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი იყო, გასულ წელს ეს რიცხვი დაახლოებით 9 მილიონ-ნახევრამდე გაიზარდა. თუ თავდაპირველად მხოლოდ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ფინანსდებოდა, გასული სამი წლის მანძილზე 70 ათასი ლარით დაფინანსდა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. თანხის სიმწირემ საერთო სურათი ვერ შეცვალა. არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. "თუ სამინისტრო ძირეულად არ შეიცვლის ხედვას, ბიუჯეტის შემდგომი ზრდა ისევ იქნება ინვესტიციების ჩადება არაფერში", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სოფიო ლებანიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მომავალი სტრატეგია დამუშავების ეტაპზეა.

ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის შენიშვნებს ითვალისწინებს, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება, სოციალური რეაბილიტაციის პროექტის სათანადოდ ამოქმედება კი შორეული პერსპექტივაა.