5/26/2010

STOP!!! A ( H1N1 )


ზოგადად გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი. არსებობს გრიპვირუსის 3 ტიპი : A, B და C . სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ პანდემიას. ბოლო დროს გავრცელებული ღორისა და ფრინველის გრიპები ჩვენდა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო შედეგით სრულდება.რამოდენიმე წლის წინ გაჩენილი ფრინველის ვირუსი A(h5n1) ჯერ კიდევ არ ჰქონდა მსოფლიოს ბოლომდე გამოკვლეული, რომ თავს უცებ ახალი, ახლა უკვე არაფრთოსანი ვირუსი დაატყდა – ღორის გრიპი, რომელსაც საერთოდ ცხოველთან და მითუმეტეს ღორთან საერთო არაფერი აქვს.
ექიმები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალება ვაქცინაციაა (აცრა), მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ჯერჯერობით ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გავრცელებული არ არის. ფრინველის გრიპი 2007-2008 წელს აქტიურად ცდილობდა მსოფლიოში “თავის დამკვიდრებას”. ვირუსი გავრცელებული იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი და ა.შ. მათგან ყველაზე მეტად თურქეთის აღმოსავლენ პროვინცია დაზარალდა.ეს გრიპის პანდემია, რომელიც მუტირებული ვირუსით არის გამოწვეული და რომლის წინააღმდეგაც ადამიანებს არ აქვთ არანაირი იმუნიტეტი, ჩნდება ას წელიწადში 2-3-ჯერ. პანდემია იწყება მაშინ, როდესაც წარმოიშობა გრიპის ვირუსის ახალი სახეობა და ვრცელდება ისევე, როგორც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი.
ამ ვირუსების სიმპტომები ადამიანში იგივეა, რაც ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომი, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკვილი, გულისრევის შეგრძნება, სუნთქვის გართულება.სეზონური გრიპებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებში იწვევს მცირე რესპირატულ სიმპტომებს, დაავადება გამოწვეული h5n1 და h1n1 ვირუსით, ვრცელდება ძალიან ჩქარა, რომელიც ძალიან მცირე დროში იწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას. მძიმე შემთხვევებში რეკომენდირებულია მკურნალობისთვის გამოყენებულ იქნას ოსელტამივირი, ტამიფლუ ან ზანამივირი. ეს პრეპარატები ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას უშლიან ხელს. ანტივირუსული საშუალებები სწრაფად ამცირებენ დაავადების სიმპტომების გამოხატულებას და აჩქარებენ გამოჯანმრთელებას.
გრიპის ახალი ვირუსი A(h1n1) ვრცელდება ისევე, როგორც ნებისმიერი სეზონური ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. Dდაავადებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპენსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს დაინფიცირებულ ხელებთან ან ზედაპირთან შეხებისას, თუ დაუბანელ ხელს მიიტანს ცხვირ-პირთან და თვალებთან. Aმის გამო, ექიმები გვირჩევენ რაც შეიძლება ხშირად დავიბანოთ ხელები! ვირუსის გადაცემა არ ხდება ღორთან შეხების, ღორის ხორცის დამუშავებისა და საკვების გამოყენების შემთხვევაში, რადგან როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული, ე.წ. “ღორის გრიპს” არანაირი შეხება არ აქვს ცხოველთან. A(h1n1) იმიტომ ეწოდება “ღორის გრიპი”, რომ ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში მოცირკულარე ვირუსისგან. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულები ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში .
დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამინებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებად ხველა და ტემპერატურა; ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლების შეიძლება გრიპის ვირუსით იყოს დაბინძურებული, მიიღეთ საკმარისი დაოდენობის სითხე და საკვები, თავი მოარიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტს, ქუჩაში გასვლისას ეცადეთ ყოველთვის გეკეთოთ პირბადე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4 საათის განმავლობაში, ამ დროის გასვლის შემდეგ ის კარგავს უნარს, დაიჭიროს ბაქტერიები. და რაც ყველაზე მთავარია - ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
დღეისათვის ცნობილია, რომ ამ გრიპის დროს, ისევე როგორ სეზონური გრიპის დროს, ადამიანიდან ადამიანს ეს ვირუსი შეიძლება გადაედოს სიმპტომების გამოვლენამდე ერთი და გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში. პატარა ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივად. მოსახლეობაში გავრცელდა შიში, სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ, თუმცა როგორც მოძიებული ინფორმაციიდან შევიტყვე ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამო არ არის ცნობილი.
სამწუხაროდ, H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა. ამ დროისათვის 700-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ექიმები ადასტურებენ, რომ პაციენტთა უმრავლესობა სტაბილურ მდგომარეობაშია. სპეციალისტთა განმარტებით ვირუსს გართულებები, ძირითადად, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ახლავს. მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რითაც შემდგომ გართულებებს აიცილებენ თავიდან.

No comments:

Post a Comment