22 წლის ლამაზი ქალბატონი, ანია გოგუაძე უკვე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიით არის გატცებული, მისი დებიუტი ამ დარგში 2004 წელს შედგა, როდესაც ინტერნეტფოტო კონკურსი “ფოტოგაზაფხულის” დიპლომანტი საუკეთესო ნამუშევრისთვის გახდა, ჟანრში – პორტრეტი. მას შემდეგ გაიხსნა გზა წარმატებისკენ და სულ მალე მისი პირველი პერსონალური გამოფენაც გაიმართა. 2006 წლიდან არის საბავშვო ზეიმის – “მზის ფესტივალის” იდეის ავტორი და ორგანიზატორი. ზეიმი ყოველი წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს იმართება. მომდევნო წლებიც ანიასთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დაჯილდოვდა საუკეთესო პორტრეტის დიპლომით (გადაღებული იყო გოგი გვახარია, ქართველი კინოკრიტიკოსი), კინოთეატრ “ამირანში” მოაწყო პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “ფერები მონაფერები”.
ანიას ფოტოგალერეაში, ყველაზე ხშირად ქალების პორტრეტებს შეხვდებით, იმიტომ, რომ როგორც ანა ამბობს, ხელოვნებაში გაუცნობიერებლად, ყველა საკუთარ ისტორიას ყვება: “ყველა ფოტოში, სადაც ქალია ყოველთვის მე ვარ, ისეთი, როგორსაც ხშირად ვერ ამჩნევენ.”მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი მუსიკას უკავია, იგი მელომანია.. ბავშვობის ოცნება, გამხდარიყო რადიო წამყვანი, მან რადიო “მწვანე ტალღაში” აიხდინა, შემდეგ იყო “პირველი რადიო”, სადაც ანია მსემენლმა საავტორო გადაცემა “მზიანი ღამით” გაიცნო. მისი და ფოტოაპარატის მეგობრობაც გარკვეულწილად მუსიკას უკავშირდება. მომღერალ ნინო ქათამაძის კონცერტზე მისულმა ანიამ ნინოს რჩევითა და მისი ნაჩუქარი “ზენიტით” გადადგა პირველი ნაბიჯები ფოტოხელოვნებაში. სამწუხაროდ ანას ეტლის გარეშე გადაადვილება ბავშვობიდან არ შეუძლია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებას მიაღწიოს. მისი უკანასკნელი ფოტო-გამოფენა , სახელწოდებით “მე-ანია” გარკვეულწილად პროტესტის გამოხატვა იყო. ქუჩის აქციებისა და გზების გადაკეტვით გამოხატული პროტესტის მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა ცნობილი და ლამაზი ქალბატონები ინვალიდის ეტლში ჩაესვა და გლამურული ფოტოსესია მოეწყო.

__როცა ცნობილ ადამიანებს იღებდი, ინვალიდის სავარძლებში, რა იყო შენი სათქმელი ?
ფიქრობს, რომ ნიჭთან ერთად აუცილებელია შრომა და შთაბეჭდილებები. იმაში, რომ შემოქმედებითად მუდმივად ცვალებადი იყოს ანიას “მუზები” ეხმარებიან. მისი საქმიანობის “მუზა” არაერთხელ ყოფილა ნოდარ დუმბაძე – ანიას საყვარელი მწერალი. მისი დუმბაძისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შედეგია “მზის ფესტივალიც” , რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან ( და არამარტო) ჩამოსული ბავშვები ესწრებიან, მათთვის ტარდება კონცერტები, ურიგდებათ საჩუქრები.. ანიას თქმით ამ დღეს ყველას, დიდს თუ პატარას შეუძლია დაინახოს სწორედ ის მზე, რომელზეც დუმბაძე წერდა..ანას ობიექტივის გასწვრივ უამრავ ადამიანს ჰქონია ურთიერთობა, რომლებთანაც ხშირ შემთხვევაში კადრს მიღმა მეგობრობას აგრძელებს. “ბევრი ადამიანი, ვინც ქუჩაში დავინახე და გადავიღე დღეს ჩემი მეგობარია, ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს…”ფოტოგრაფობა დღეს მისთვის შემოსავლის წყაროა. მერე რა,თუ ხშირად იმის გადაღებას არ უწევს, რისი სურს?! მთავარია აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და თანაც კარგად. დუმბაძეზე შეყვარებული“ანიკოს” წარმატების საიდუმლო მოთმინების უნარი, შრომისმოყვარეობა და დაუღალავი შრომაა მიზნის მისაღწევად. მისთვის ბარიერი არ არსებობს, მიზანი, რომელსაც დაისახავს აუცილებლად მიღწეული იქნება, მთავარი მონდომებაა! მისთვის ოცნება იგივე მიზანია და თუ მას ვერ მიაღწია, ესე იგი მიზანი კი არა მხოლოდ ზედაპირული სურვილი ყოფილა.
No comments:
Post a Comment