მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღე რჩება. საფეხბურთო ფორუმის მონაწილეები ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ.
მსოფლიოს თასის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა. ავსტრიაში გამართულ შეხვედრაში მე-7 წუთზე იაპონელები ტულიოს გოლით დაწინაურდნენ.
აზიელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მატჩის ბოლო ოცწუთიან მონაკვეთში იაპონელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს და გამარჯვება ინგლისმა მოიპოვა.
ფაბიო კაპელო მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელ 23-კაციან შემადგენლობას ხვალ დაასახელებს. მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრები პირველ მატჩს 13 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჩაატარებს.
5/31/2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment