5/26/2010

პატიმართა უფლებრივი და რეალური მდგომარეობა საქართველოში.

დღეს საქართველოს სხვადასხვა ციხეში უამრავი პატიმარია განთავსებული, რომელთა უფლებებსა და მოვალეობებს კანონი აწესრიგებს. დაწესებულებაში ცალ-ცალკე ათავსებენ ქალებს, არასრულწლოვან (18 წლამდე) მოზარდებს, პირველად მსჯავდებულებსა და მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულ მსჯავდებულებს.
თითოეული მსჯავდებულის დაწესებულებაში მიღებისას ადმინისტრაცია მოვალეა განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავდებულის ოჯახს დაუყონებლივ აცნობოს მსჯავდებულის საპყრობილეში მოთავსების შესახებ. სასჯელის მისჯის შემთხვევაში პატიმრები გადაჰყავთ საქართველოს სხვადასხვა ციხეებში, სადაც მათ გააჩნიათ გარკვეული უფლება-მოვალეობები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი დამატებით სასჯელს ითვალისწინებს. კანონში ნათქვამია, რომ პატიმარს უფლება აქვს: ქცევის დადგენილი წესების დარღვევის გარეშე განკარგოს დღის წესრიგით მისთვის გამოყოფილი დრო; დაწესებულების პერსონალის მხრიდან მოითხოვოს თავაზიანი მოპყრობა; შეინახოს და გამოიყენოს ისეთი საგნები, რის შენახვა-მოხმარებას კანონი არ კრძალავს; მონაწილეობა მიიღოს საპატიმროს შიგნით გამართულ კულტურულ-აღმზრდელობით, სპორტულ ან რელიგიურ ღონისძიებებში; ისარგებლოს ბიბლიოთეკით, სამაგიდო თამაშებით; მიიღოს ინფორმაცა თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ისარგებლოს ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების აღმოჩენაზე უფლებამოსილი სხვა პირების მომსახურებით, შეუზღუდავად შეხვდეს დამცველს; განახორციელოს სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ისარგებლოს სამედიცინო დახმარებითა და მომსახურებით; მიიღოს ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, გაიაროს სოციალური ადაპტაციის კურსები, გაეწიოს კონსულტაციები; ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ხელსაწყოები; მოსთხოვოს ადმინისტრაციას ზომების მიღება მისი პირადი უსაფრთხოების დასაცავად. Pპატიმრებს ეკრძალებათ ნებისმიერი ქმედების ჩადენა, რაც არღვევს შინაგანაწესს ან/და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ნორმებს. მაგალითად, დაარღვიოს ობიექტის დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები; შეიძინოს, დაამზადოს ან გამოიყენოს აკრძალული ნივთები; ითამაშოს ბანქო ან სხვა თამაშები მატერიალური გამორჩენის მიზნით, და რაც ყველაზე საყურადრებოა პატიმარს ეკრძალება სიტყვიერი ან სხვაგვარი შეურაცხყოფა მიაყენოს ადმინისტრაციაში მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებაში სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია იმისა, რომ ყველა პატიმარი იმყოფებოდეს ადამიანის ღირსების შესაბამის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულების პირობები პირს არ აყენებდეს იმაზე მეტ ტანჯვას, ვიდრე ესთავისუფლების აღკვეთას ბუნებრივად ახლავს თავს, ხოლო რაც შეეხება პატიმრის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის გარანტიებს, ინისი ადეკვატურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის, სათანადო მკურნალობის გზით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევაზე რეაგირება ყოველთვის წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის პრიორიტეტს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ახორციელებენ როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია მითითებული, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 170 ვიზიტი საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ე.წ. არაგეგმიური მონიტორინგი, რომელიც გულისხმობს მსჯავდებულთა და პატიმართა, მათი ოჯახის წევრების განცხადებებზე, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებას. Gგეგმიური მონიტორინგის დროს, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების ვიზიტს და მათში არსებულ მდგომარეობას, ძირითადი პრობლემების აღწერას, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხებისა, რომლების კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს. დღესდღეისობით უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პატიმრების ჯანმრთელობის დაცვა. მანამ, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პირების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი მუდმივ საფრთხეში იქნება, რაც , უდავოდ , წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია! ასევე წამებად, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად უნდა ჩაითვალოს დაწესებულებების უმრავლელსობაში არსებული საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

აღნიშნულ მოხსენებაში ცალკე თავი აქვს დათმობილი სასჯელაღსრულებს დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს. უკვე მერამდენედ, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს იმ კატასტროფული მდგომარეობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურშია შექმნილი. 2009 წლის თებერვლიდან ციხეები აღარ მარაგდება საჭირო მედიკამენტებით. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ დაფიქსირდა, რომ რიგ დაწესებულებებში არ მოიპოვებოოდა ყველაზე ხშირი მოხმარების მედიკამენტებიც კი, თუმცა ყველა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი ამტიცებს, რომ მედიკამენტებით მომარაგება გამოსწორდა.. რაც შეეხება არასრულწლოვან პატიმრებს, ისინი, როგორც წესი, უკეთეს პირობებში იმყოფებიან, ვიდრე სრულწლოვნები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის პირობები, რომლებშიც მათ უწევთ სასჯელის მოხდა და, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო პროგრამების სიმწირე, არანაირად არ უწყობს ხელს მათ რესოლიზაციას და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბებას.
სასურველია, “პატიმართა შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც უფლება ეძლევათ , ისარგებლონ მსჯავდებულთან პაემანით.ვინაიდან, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის განხორციელება და მისი საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, უკეთესი იქნება თუ მთავრობა უფრო კარგად დაიწყებს ციხეებში პრობლემების აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრას.


No comments:

Post a Comment