თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში საერთაშორისო მედიამ გააშუქა. ვრცელი სიუჟეტი ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ეთერშიც გავიდა.
ჟურნალისტის შეფასებით, ჩატარებული არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა იყო.
ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო პროცესს ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრო, რაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების კიდევ ერთი პირობა უნდა გახდეს.
საქართველოს არჩევნებს აშუქებენ გავლენიანი ამერიკული და ევროპული გამოცემებიც.
5/31/2010
ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღე რჩება
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღე რჩება. საფეხბურთო ფორუმის მონაწილეები ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ.
მსოფლიოს თასის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა. ავსტრიაში გამართულ შეხვედრაში მე-7 წუთზე იაპონელები ტულიოს გოლით დაწინაურდნენ.
აზიელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მატჩის ბოლო ოცწუთიან მონაკვეთში იაპონელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს და გამარჯვება ინგლისმა მოიპოვა.
ფაბიო კაპელო მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელ 23-კაციან შემადგენლობას ხვალ დაასახელებს. მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრები პირველ მატჩს 13 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს იურისტთა ასოციაციამ არჩევნები შეაფასა
საერთაშორისო დამკირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასეს

მნიშვნელოვანი პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს.
ეუთო-ს შენიშვნები ძირითადად საკანონმდებლო ხარვეზებს ეხება.
საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება მოახერხა.
ცესკომ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
1. გიორგი უგულავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 54,84%
2.ირაკლი ალასანია - "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 19,86%;
3.გიორგი ჭანტურია - "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 10 40%;
4.ზვიად ძიძიგური - "ეროვნული საბჭო" -8,24%
5. გიორგი თოფაძე - "თოფაძე - მრეწველები" - 5,13%
6. თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა" - 0,65%;
7. ნიკოლოზ ივანიშვილი - "ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები" - 0,52%.
8. დავით იაკობიძე - "თორთლაძე – დემოკრატიული პარტია" - 0,22%;
9.გიორგი ლაღიძე - პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო" - 0,14%;

5/26/2010
სამოქალაქო თავდაცვდაცვის პოლიტიკა

ომის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნისთვის სათანადო თავდაცვის პოლიტიკის წარმოება მნიშვნელოვანია. ომის დროს, ხშირად, სამხედროებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც ზარალდებიან. მოქალაქეების დაცვის მიზნით, საჭიროა სამოქალაქო თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და საჭირო შემთხვევაში მისი ამოქმედება. სამოქალაქო თავდაცვა სერიოზული საფრთხის ან კრიზისების დროს სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მხარდამჭერ მექანიზმს უნდა წარმოადგენდეს.აგვისტოს ომმა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები გამოკვეთა. ამ პრობლემებზე თავის დროზე აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ სპეციალური დასკვნაც გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის გეგმა არ არსებობს. პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ამბობს, რომ დასკვნის დადებიდან 2 წლის შემდეგაც, ამ სფეროში მდგომარეობა უცვლელია.ტელეკომპანია ”იმედის” მოდელირებული ქრონიკის გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე გაჩნდა საზოგადოების ხელისუფლებისადმი მიმართვა. მიმართვის ბოლოს ნათქვამია:”ხელისუფლება აღიარებს “იმედის” ცნობილი სიუჟეტის სცენარის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ სად ვხედავთ საამისოდ მზადებას? სად არის ამ რელისტურ სცენარში ნაჩვენები თუნდაც ერთი ნაწილის თავიდან აცილების მცდელობა?სად არის ინფორმაცია? ინსტრუქტირება? წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზაცია? სად არის განგაშის პირობებში სამოქალაქო თვადაცვის თავშესაფრები?”.საზოგადოებას აინტერესებს რა უნდა მოიმოქმედოს უბრალო მოქალაქემ ომის დაწყების შემთხვევაში და იცავს თუ არა მას სახელმწიფო საფრთხისაგან.სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური აღნიშნავს, რომ სამოქალაქო თავდაცვა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის თავდაცვის ობიექტებით, საკვებით, სასმელი წყლით, მედიკამენტებით და საწვავით უზრუნველყოფას გულისხმობს.მისივე თქმით, კომუნისტების მმართველობის შემდეგ ეს სფერო საქართველოში აღარ არსებობს.”კომუნიტების მმართველობის დროს სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობდა. დღესდღეობით კი თავდაცვის ნაგებობები განადგურებულია”, – აღნიშნავს მელითაური.მელითაური თვლის, რომ სამოქალაქო თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება სახელმწიფოსა და თავდაცვის სამინისტროს კომპლექსური თანამშეომლობით უნდა მოხდეს, მასში მონაწილეობას უნდა იღბდეს ადგილობრივი თვითმართველობები, შსს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.საპარლამენტო უმცირესობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს სამოქალაქო თავდაცვაზე პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციების მართვის კომისიას ეკისრებოდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იყო. თუმცა ლორთქიფანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მაშინდელმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიისასთან -დაკითხვისას, თავისი ხელმოწერილი დოკუმენტის არსებობა ვერ გაიხსენა.”ამ მიმართულებით მუშაობა თავის თავზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა აიღო, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ ინფორმირებული არ ვარ”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.სამოქალაქო თავდაცვის შესახებ კანონი არ არსებობს. მისი შემუშავება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენრო კომიტეტის პრეროგატივაა.საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონში კი ნათქვამია, რომ სამოქალაქო თავდაცვის გეგმას ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს.ლორთქიფანიძის მტკიცებით, არც სამოქალაქო თავდაცვის გეგმა არსებობს.რაც შეეხება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს, პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულებით, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე, ეროვნული რეაგირების გეგმასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება ევალება.მათ ფუნქციებში შედის საგანგებო მართვის, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციაც, სამედიცინო მედიკამენტებით, სურსათითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა.
მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია - საუკუნის პრობლემა

1999 წელს საქართველომ ევრო საბჭოში შესვლისას მაჰმადიანი მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულებაც იკისრა.ვალდებულების თანახმად, რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის დასრულებულიყო. 2005 წელს საქართველოში მიმდინარე პრობლემებიდან გამომდინარე, ევრო საბჭომ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რეპატრიაციის დასრულება 2013 წლამდე გადაიდო. პროცესი ნელა მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულებაც, რომლთა ნაწილიც მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხს უნდობლად ეკიდება, რადგან მათში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ საფრთხეს ხედავს.მაჰმადიანი მესხების უმეტესობა, სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ქართველია. ისინი ოტომანთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს გამუსლიმანდნენ.1944 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ადამიანები სამხრეთ საქართველოს რეგიონებიდან შუა აზიის რესპუბლიკებში ჩაასახლა. ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები - ეს ის ქვეყნებია, რომელშიც მაჰმადიანი მესხები დღესდღეობით ცხოვრობენ.”მათი ნაწილი საკუთარ თავს ქართველებად თვლიდა და თვლის, მეორე ნაწილი - თურქებად, არსებობს მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილიც, რომელსაც ნაციონალური იდენტობა არ გააჩნია”, - ამბობს ისტორიკოსი მანანა ლილუაშვილი.მისივე თქმით, 80-იან წლებში დაბრუნებული ასეული ოჯახი 1989 წელს კვლავ აიძულეს გადასახლებულიყვნენ. ეს მაშინდელმა საზოგადოებრივმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მაჰმადიანი მესხები არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ:”ძალიან კანონმორჩილები არიან. სადაც ცხოვრობენ იმ რაიონში, როგორც წესი კრიმინოგენური ვითარება ჩვეულებრივზე ერთი-ორად დაბალია”.რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ - ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრას. ის თვლის, რომ მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების პროცედურა ზედმეტად გართულებულია და საქართველოში დაბრუნების მსურველები სიძნელეებს აწყდებიან.პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ”აგვისტოს ომის” შემდეგ ევრო საბჭომ მით უმეტეს არ უნდა მოსთხოვოს საქართველოს ვალდებულების შესრულება. ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ევრო საბჭოს რუსეთისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილების დაბრუნებაზე ვალდებულება არ დაუკისრებია.”ჩვენთვის არავის არაფერი დაუვალდებულებია. საქართველომ თავად აიღო ეს ვალდებულება. მას სურდა რომ ევროსაბჭოში სომხეთსა და აზერბაიჯანზე ადრე შესულიყო. მოგვეთმინა ერთი წელი, შევსულიყავით სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად და არავინ არაფერს დაგვავალდებულებდა. რუსეთს არაფერი აუღია თავის თავზე, შესაბამისად არც არაფერს შეასრულებს და ვერც ვერავინ მოედავება”, _ აღნიშნავს ზაქარეიშვილი.ის თვლის, რომ თუ სახელმწიფო დაკისრებულ ვადაში ვალდებულებას ვერ ასრულებს სანქციების დაკისრებას ჯობს გადავადება ითხოვოს.
კლუბური ცხოვრება თბილისში

თბილისში ღამის კლუბების ბუმი არ არის, თუმცა ღამის ცხოვრების მოყვარულებს წინა წლებთან შედარებით ფართო არჩევანი აქვთ. კლუბის წარმატების ერთ-ერთ წინაპირობად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების და დიჯეების ჩამოყვანა ითვლება. ბარმენების საფირმო კოქტეილებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თბილისური კლუბები კლიენტთა სიმცირეს არ უჩივიან. მათი კლიენტურა, ძირითადად, 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით განისაზღვრება. დასვენების და განტვირთვის დღეებში ყველაზე მეტი სტუმარი მაინც “Bamba Rooms” და “GURU”-ს ჰყავს.
სასიამოვნო გარემო და ინტერიერის ფერების კომბინაცია კლუბ “Bamba Rooms”-ში კომფორტს ქმნის. სასმელების ფართო ასორტიმენტი ღამის კლუბებისთვის დამახასიათებელია. მათი ფასები _ 15-დან 1000 ლარამდე მერყეობს. ალკოჰოლის მოყვარულებს კლუბი “Bamba Rooms”-ი ყველაზე იაფად, ერთი კათხა ლუდის _ 15 ლარად შეძენას ურჩევს, ხოლო მათ, ვისაც სასმელში ფული არ ენანება, ერთ ბოთლ ვისკის 1000 ლარად სთავაზობს.
“ალკოჰოლში ამხელა თანხის გადახდას არ ვაპირებ. ფინანსებიდან გამომდინარე ვერც შევძლებ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ სასმელებით, რომლებსაც ჩემი შესაძლებლობა სწვდება”, - ამბობს სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე დადიანი.
სიძვირით “Bამბა ღოომს”-ს არც კლუბი “GURU” ჩამოუვარდება. “GURU”-ს წარმატებას მისი წარმომადგენლები უცხოეთიდან, ექსკლუზიურად მათთვის ჩამოსული მუსიკოსებით ხსნიან, რომლებიც კლუბს არც თუ ისე იშვიათად სტუმრობენ.
თბილისში არსებულ ღამის კლუბებს მუშაობის განრიგი თითქმის ერთნაირი აქვთ.. პარასკევს და შაბათს საღამოს სრული დატვირთვით მუშაობენ. იმ შემთხვევაში, თუ მომავალი ორშაბათი არასამუშაო დღეს დაემთხვევა, გართობის მოყვარულებს კლუბებში სტუმრობა კვირას საღამოსაც შეუძლიათ. კლუბ “GURU”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დინა მაყაშვილი აცხადებს, რომ კლუბი თითქმის ყველა ღონისძიების დროს სავსეა და ამის ერთ-ერთი მიზეზი, ყოველ კვირას შეთავაზებული ახალი საფირმო კოქტეილებია. ბილეთის ღირებულება საღამოზე გამომსვლელი მუსიკოსების პრესტიჟულობით განისაზღვრება. მანდილოსნებისთვის კლუბში შესვლა უფასოა.
“ღამის კლუბებში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ, თუმცა ვცდილობ, საინტერესო მუსიკოსების კონცერტები არ გამოვტოვო. აღფრთოვანებული დავრჩი ირლანდიელი დიჯეის ჯემი ლუისის საღამოთი. მისი მუსიკით ძალიან ვისიამოვნე”, - ამბობს 25 წლის მეალომანი სანდრო კაციტაძე.
კლიენტთა ვიზუალურ კონტროლზე (face control) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს “Bamba Rooms”-ის არტ-დირექტორი თარხან მაღრაძე. მისი თქმით, კლუბი მხოლოდ ელეგანტურად და ესთეტიურად ჩაცმულ სტუმრებს იღებს.
კლუბური გართობა ზოგიერთი ახალგაზრდისთვის მიუღებელიც კია. მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კლუბებში ის ადამიანები დადიან, ვინც ნარკოტიკისა და ექსტაზის გარეშე ვერ ერთობა.
“ჩემთვის მიუღებელია კლუბური ცხოვრება, ხმამაღალი მუსიკა და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების ყურება. თავისუფალ დროს ვამჯობინებ მეგობრებთან ერთად სადმე წყნარ და მყუდრო ბარში ჯდომას. ასეთ შემთხვევაში, თავს უფრო კომფორტულად და მოხერხებულად ვგრძნობ”, - ამბობს 19 წლის სალომე მესხი.
“Bamba Rooms”-სა და “GURU”-ს წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ ნარკოტიკული ნივთიერებების და სტიმულატორების მათ კლუბებში გავრცელებას. ისინი აცხადებენ, რომ ამ მხრივ მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს, როგორც კლუბების მენეჯმენტიდან, ასევე უსაფრთხოების სამსახურიდან.
ვისაც ევროპის ღამის ცხოვრება უნახავს თვლის, რომ თბილისური კლუბები ევროპულ კლუბებთან ვერასდროს მივა. ევროპაში ქლაბერი ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება იყოს. ევროპელების უმეტესობა, პარასკევ დღეს დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ კლუბებში მიდის და საკმაოდ მძიმე და ხმაურიანი მუსიკის მიუხედავად უქმეებს ენერგიულად ატარებს.
“ორი წლის განმავლობში გერმანიაში ვცხოვრობდი, თან ვმუშაობდი. თითქმის ყოველ პარასკევს დავიდოდი ღამის კლუბებში. ევროპაში კლუბური ცხოვრება რადიკალურად განხვავდება თბილისური ღამის ცხოვრებისაგან. იქ, კლუბებში სულ სხვა დონის მომსახურება და მუსიკაა. სტიმულატორები და აბები უპრობლემოდ იყიდება. სასაცილოც კია, როცა ვინმეს კლუბში კაიფი უკვირს. ნარკოტიკული საშუალებები აქაურ კლუბებშიც შემიძენია, თუმცა იმას, რასაც აქ ფარულად ყიდიან, ევროპაში ბარის მაგიდებზე ყველას დასანახად ასაღებენ. ვთვლი, რომ კლუბში სტიმულატორების მოხმარება ცუდი არაა. ცეკვის დროს ეს, უფრო მეტ ენერგიასა და თავდაჯერებულობას გმატებს”, - ამობს 21 წლის გიორგი.

საქართველოში საკვები-პროდუქტების ვარგისიანობა არ მოწმდება

საქართველოში აკრძალული საკვებ-დანამატებია: E121, E123, E240, E924a, E924B ევროკავშირში კი შემდეგი - E103, E105, E111, E121, E125, E126, E130, E152, E181
E არარეკომენდირებული საკვებ-დანამატების სიაც საკმაოდ ვრცელია. მათი უმრავლესობა, კონკრეტული დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.
“საკვები-დანამატების ხანგრძლივი მიღება - ორგანიზს იმუნიტეტს უქვეითებს. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული საკვების მიღებით არ არის გამოწვეული, დაავადება დროთა განმავლობაში სხვადასხვა საკვებ-დანამატების ერთმანეთთან შერევით მწიფდება”, - აცხადებს ტოქსიკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ინგა ღვინერია. საკვებ-დანამატებს ძირითადად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი შეიცავს - ე.წ. “ჩიფსები”, “ჩუპა-ჩუპსი”, “საღეჭი რეზინი” და სხვადასხვა ტკბილეული. პედიატრები ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რომელი საკვებ-დანამატი რომელ დაავადებას იწვევს, თუმცა ცალსახად აღნიშნავენ, რომ დაავადებების პროვოცირების საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს: “საკვები-დანამატების შემცველი პროდუქტების მიღება საშიშია. შეიძლება ბავშვთა ქცევის პათოლოგია, ღვიძლის დაზიანება და ავთვისებიანი სიმსივნეც გამოიწვიოს”, - ამბობს ბავშვთა პოლიკნინიკის პედიატრი ეთერ ლაბაძე.
იმის გამო, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს, პროდუქტების ვარგისიანობის კვლევა არ ხდება. სურსათის უვნებლობის სამსახურს მხოლოდ მონიტორინგის ფუნქცია აკისრია. ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებ-დანამატის შემცველი პროდუქტის იმპორტირების აღკვეთა მის უფლებამოსილებას აღემატება. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი ამბობს, რომ ვერც ერთმა კერძო ლაბორატორიამ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლითაც საკვები პროდუქტების ვარგისიანობის გამოკვლევა შესაძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, 2011 წელს გაიხსნება სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ამ კუთხით შესაბამის კვლევებს ჩაატარებს.
მომხმარებელი ამ პრობლემის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია. უემეტესობა, პროდუქტის შეძენისას მის შემცველობას ყურადღებას არ აქცევს. ექიმების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მანამ, სანამ შესაბამისი ლაბორატორია შეიქმნება, მოსახლეობას სთხოვენ პროდუქტის შეძენისას E ასოთი აღნიშნულ საკვებ-დანამატის საეთაშორისო ნომერს ყურადღებით დააკვირდნენ.
ანიას ფოტომანია

22 წლის ლამაზი ქალბატონი, ანია გოგუაძე უკვე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიით არის გატცებული, მისი დებიუტი ამ დარგში 2004 წელს შედგა, როდესაც ინტერნეტფოტო კონკურსი “ფოტოგაზაფხულის” დიპლომანტი საუკეთესო ნამუშევრისთვის გახდა, ჟანრში – პორტრეტი. მას შემდეგ გაიხსნა გზა წარმატებისკენ და სულ მალე მისი პირველი პერსონალური გამოფენაც გაიმართა. 2006 წლიდან არის საბავშვო ზეიმის – “მზის ფესტივალის” იდეის ავტორი და ორგანიზატორი. ზეიმი ყოველი წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს იმართება. მომდევნო წლებიც ანიასთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დაჯილდოვდა საუკეთესო პორტრეტის დიპლომით (გადაღებული იყო გოგი გვახარია, ქართველი კინოკრიტიკოსი), კინოთეატრ “ამირანში” მოაწყო პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “ფერები მონაფერები”.
ანიას ფოტოგალერეაში, ყველაზე ხშირად ქალების პორტრეტებს შეხვდებით, იმიტომ, რომ როგორც ანა ამბობს, ხელოვნებაში გაუცნობიერებლად, ყველა საკუთარ ისტორიას ყვება: “ყველა ფოტოში, სადაც ქალია ყოველთვის მე ვარ, ისეთი, როგორსაც ხშირად ვერ ამჩნევენ.”მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი მუსიკას უკავია, იგი მელომანია.. ბავშვობის ოცნება, გამხდარიყო რადიო წამყვანი, მან რადიო “მწვანე ტალღაში” აიხდინა, შემდეგ იყო “პირველი რადიო”, სადაც ანია მსემენლმა საავტორო გადაცემა “მზიანი ღამით” გაიცნო. მისი და ფოტოაპარატის მეგობრობაც გარკვეულწილად მუსიკას უკავშირდება. მომღერალ ნინო ქათამაძის კონცერტზე მისულმა ანიამ ნინოს რჩევითა და მისი ნაჩუქარი “ზენიტით” გადადგა პირველი ნაბიჯები ფოტოხელოვნებაში. სამწუხაროდ ანას ეტლის გარეშე გადაადვილება ბავშვობიდან არ შეუძლია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებას მიაღწიოს. მისი უკანასკნელი ფოტო-გამოფენა , სახელწოდებით “მე-ანია” გარკვეულწილად პროტესტის გამოხატვა იყო. ქუჩის აქციებისა და გზების გადაკეტვით გამოხატული პროტესტის მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა ცნობილი და ლამაზი ქალბატონები ინვალიდის ეტლში ჩაესვა და გლამურული ფოტოსესია მოეწყო.

__როცა ცნობილ ადამიანებს იღებდი, ინვალიდის სავარძლებში, რა იყო შენი სათქმელი ?
ფიქრობს, რომ ნიჭთან ერთად აუცილებელია შრომა და შთაბეჭდილებები. იმაში, რომ შემოქმედებითად მუდმივად ცვალებადი იყოს ანიას “მუზები” ეხმარებიან. მისი საქმიანობის “მუზა” არაერთხელ ყოფილა ნოდარ დუმბაძე – ანიას საყვარელი მწერალი. მისი დუმბაძისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შედეგია “მზის ფესტივალიც” , რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან ( და არამარტო) ჩამოსული ბავშვები ესწრებიან, მათთვის ტარდება კონცერტები, ურიგდებათ საჩუქრები.. ანიას თქმით ამ დღეს ყველას, დიდს თუ პატარას შეუძლია დაინახოს სწორედ ის მზე, რომელზეც დუმბაძე წერდა..ანას ობიექტივის გასწვრივ უამრავ ადამიანს ჰქონია ურთიერთობა, რომლებთანაც ხშირ შემთხვევაში კადრს მიღმა მეგობრობას აგრძელებს. “ბევრი ადამიანი, ვინც ქუჩაში დავინახე და გადავიღე დღეს ჩემი მეგობარია, ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს…”ფოტოგრაფობა დღეს მისთვის შემოსავლის წყაროა. მერე რა,თუ ხშირად იმის გადაღებას არ უწევს, რისი სურს?! მთავარია აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და თანაც კარგად. დუმბაძეზე შეყვარებული“ანიკოს” წარმატების საიდუმლო მოთმინების უნარი, შრომისმოყვარეობა და დაუღალავი შრომაა მიზნის მისაღწევად. მისთვის ბარიერი არ არსებობს, მიზანი, რომელსაც დაისახავს აუცილებლად მიღწეული იქნება, მთავარი მონდომებაა! მისთვის ოცნება იგივე მიზანია და თუ მას ვერ მიაღწია, ესე იგი მიზანი კი არა მხოლოდ ზედაპირული სურვილი ყოფილა.
პატიმართა უფლებრივი და რეალური მდგომარეობა საქართველოში.

დღეს საქართველოს სხვადასხვა ციხეში უამრავი პატიმარია განთავსებული, რომელთა უფლებებსა და მოვალეობებს კანონი აწესრიგებს. დაწესებულებაში ცალ-ცალკე ათავსებენ ქალებს, არასრულწლოვან (18 წლამდე) მოზარდებს, პირველად მსჯავდებულებსა და მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულ მსჯავდებულებს.
თითოეული მსჯავდებულის დაწესებულებაში მიღებისას ადმინისტრაცია მოვალეა განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავდებულის ოჯახს დაუყონებლივ აცნობოს მსჯავდებულის საპყრობილეში მოთავსების შესახებ. სასჯელის მისჯის შემთხვევაში პატიმრები გადაჰყავთ საქართველოს სხვადასხვა ციხეებში, სადაც მათ გააჩნიათ გარკვეული უფლება-მოვალეობები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი დამატებით სასჯელს ითვალისწინებს. კანონში ნათქვამია, რომ პატიმარს უფლება აქვს: ქცევის დადგენილი წესების დარღვევის გარეშე განკარგოს დღის წესრიგით მისთვის გამოყოფილი დრო; დაწესებულების პერსონალის მხრიდან მოითხოვოს თავაზიანი მოპყრობა; შეინახოს და გამოიყენოს ისეთი საგნები, რის შენახვა-მოხმარებას კანონი არ კრძალავს; მონაწილეობა მიიღოს საპატიმროს შიგნით გამართულ კულტურულ-აღმზრდელობით, სპორტულ ან რელიგიურ ღონისძიებებში; ისარგებლოს ბიბლიოთეკით, სამაგიდო თამაშებით; მიიღოს ინფორმაცა თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ისარგებლოს ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების აღმოჩენაზე უფლებამოსილი სხვა პირების მომსახურებით, შეუზღუდავად შეხვდეს დამცველს; განახორციელოს სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ისარგებლოს სამედიცინო დახმარებითა და მომსახურებით; მიიღოს ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, გაიაროს სოციალური ადაპტაციის კურსები, გაეწიოს კონსულტაციები; ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ხელსაწყოები; მოსთხოვოს ადმინისტრაციას ზომების მიღება მისი პირადი უსაფრთხოების დასაცავად. Pპატიმრებს ეკრძალებათ ნებისმიერი ქმედების ჩადენა, რაც არღვევს შინაგანაწესს ან/და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ნორმებს. მაგალითად, დაარღვიოს ობიექტის დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები; შეიძინოს, დაამზადოს ან გამოიყენოს აკრძალული ნივთები; ითამაშოს ბანქო ან სხვა თამაშები მატერიალური გამორჩენის მიზნით, და რაც ყველაზე საყურადრებოა პატიმარს ეკრძალება სიტყვიერი ან სხვაგვარი შეურაცხყოფა მიაყენოს ადმინისტრაციაში მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებაში სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია იმისა, რომ ყველა პატიმარი იმყოფებოდეს ადამიანის ღირსების შესაბამის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულების პირობები პირს არ აყენებდეს იმაზე მეტ ტანჯვას, ვიდრე ესთავისუფლების აღკვეთას ბუნებრივად ახლავს თავს, ხოლო რაც შეეხება პატიმრის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის გარანტიებს, ინისი ადეკვატურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის, სათანადო მკურნალობის გზით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევაზე რეაგირება ყოველთვის წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის პრიორიტეტს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ახორციელებენ როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია მითითებული, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 170 ვიზიტი საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ე.წ. არაგეგმიური მონიტორინგი, რომელიც გულისხმობს მსჯავდებულთა და პატიმართა, მათი ოჯახის წევრების განცხადებებზე, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებას. Gგეგმიური მონიტორინგის დროს, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების ვიზიტს და მათში არსებულ მდგომარეობას, ძირითადი პრობლემების აღწერას, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხებისა, რომლების კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს. დღესდღეისობით უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პატიმრების ჯანმრთელობის დაცვა. მანამ, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პირების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი მუდმივ საფრთხეში იქნება, რაც , უდავოდ , წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია! ასევე წამებად, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად უნდა ჩაითვალოს დაწესებულებების უმრავლელსობაში არსებული საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
აღნიშნულ მოხსენებაში ცალკე თავი აქვს დათმობილი სასჯელაღსრულებს დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს. უკვე მერამდენედ, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს იმ კატასტროფული მდგომარეობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურშია შექმნილი. 2009 წლის თებერვლიდან ციხეები აღარ მარაგდება საჭირო მედიკამენტებით. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ დაფიქსირდა, რომ რიგ დაწესებულებებში არ მოიპოვებოოდა ყველაზე ხშირი მოხმარების მედიკამენტებიც კი, თუმცა ყველა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი ამტიცებს, რომ მედიკამენტებით მომარაგება გამოსწორდა.. რაც შეეხება არასრულწლოვან პატიმრებს, ისინი, როგორც წესი, უკეთეს პირობებში იმყოფებიან, ვიდრე სრულწლოვნები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის პირობები, რომლებშიც მათ უწევთ სასჯელის მოხდა და, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო პროგრამების სიმწირე, არანაირად არ უწყობს ხელს მათ რესოლიზაციას და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბებას.
სასურველია, “პატიმართა შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც უფლება ეძლევათ , ისარგებლონ მსჯავდებულთან პაემანით.ვინაიდან, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის განხორციელება და მისი საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, უკეთესი იქნება თუ მთავრობა უფრო კარგად დაიწყებს ციხეებში პრობლემების აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრას.

ყვავილების ბიზნესი თბილისში

თბილისი რომ “ყვავილების ქალაქია” ერთ რომელიმე ქუჩაზე გახსნილი მინიმუმ 5 ყვავილების მაღაზიიდან შეგვიძლია დავასკვნათ, თუმცა ამ ბიზნესში ყოფნა რამდენად მომგებიანი და სარფიანია ამის გასარკვევად შევეცადე რამდენიმე მაღაზიის მეპატრონის,კონსულტანტისა და ე.წ. “ყვავილების ბაზრობის” მოვაჭრეებისაგან გამეგო.ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მდებარე ყვავილების მაღაზიაში ამ მაღაზიის მეპატრონესა და დიზაინერს შევხვდი. როგორც საუბრისას გაირკვა, ბატონი დავითი ამ ბიზნესში უკვე 9 წელია რაც ჩაბმულია. დღეში საშუალო შემოსავალი 100 ლარამდეა, ხოლო დღესასწაულის დღეებში მაქსიმალური მოგება 500 ლარსაც აღწევს ხოლმე. მაღაზიაში ძირითადად მინდვრის ყვავილებზეა მოთხოვნა. ფასები თაიგულზე საშუალოდ ერთი ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს, ხოლო . სადღესასწაულო (საქორწილო) ბუკეტები შედარებით უფრო ძვირი, დაახლოებით 80-100 ლარი ღირს. ზამთრის განმავლობაში ყვავილების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან ხდება: ჰოლანდია, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში კი მაღაზია ძირითადად ადგილობრივი ყვავილით ვაჭრობს.ვაჟა-ფშაველას ამ მონაკვეთზე ყვავილების 3-4 მაღაზიაა. მაღაზიის მეპატრონემ განმიმარტა, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა ბევრად საინტერესო ხდება. მათი მაღაზია კლიენტების მოზიდვას ნორმალური ფასებითა და ბუკეტის ორიგინალურობით ცდილობს. დიზაინების თქმით ბევრმა “მეყვავილემ” არც კი იცის ბუკეტის აწყობა, მომხარებელი კი ძირითადად გემოვნებით გაწყობილ და კარგად შეფუთულ საქონელს მოითხოვს. მაღაზიაში ორი თანამშრომელი მუშაობს, დიზაინერი და გამყიდველი. მათი ყოველთვიური ანაზღაურება მოგებული თანხით არ განისაზღვრება,
ისინი ძირითადად სტაბილურ ხელფასს იღებენ, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყვავილების ბიზნესსაც შეეხო და გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე მაღაზიის თანამშრომლები ბოლო რამოდენიმე თვეა უხელფასოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე “ყვავილების ბაზრობაზე” მოვაჭრეების უმრავლესობამ კითხვებზე პასუხის გაცემას რატომღაც თავი აარიდა, თუმცა მოვაჭრეთა შორის აღმოჩნდა რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც პირიქით, დიქტოფონის დანახვისას საკუთარი საქმე დაავიწყდათ და თავიანთი პრობლემების მოყოლას შუედგნენ. როგორც ბატონი ზაზას მონაყოლიდან შევიტყვე, იგი ამ საქმიანობას უკვე 20 წელია ეწევა, თუმცა არა სტაბილურად, მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, რადგან ზამთარში ადგილობირივი ყვავილი არ არის და უცხოეთიდან შემოტანილ ყვავილს შედარებით მაღალი ფასი აქვს, აქედან გამომდინარე ნავაჭრიდან მოგებაც ნაკლები რჩება.წლების განმავლობაში მყიდველები ძირითადად ვარდებს მოითხოვდნენ, ამიტომ ბატონმა ზაზამ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ვარდებით ვაჭრობა გადაწვიტა, თუმცა დღის ბოლოს თანხის მაღალი რაოდენობით თითქმის მაინც ვერასდროს იკვეხნის. დღეში დაახლოებით 20-30 ლარს თუ ივაჭრებს ხოლმე. თითოეული ვარდის ფასი, ხარისხისა და ფერის მიხედვით 50 თეთრიდან მაქსიმუმ 3 ლარამდეა. ყვავილების რიგის ბოლოში ხანშიშესული ქალბატონი ახალ ბუკეტს ამზადებდა გასაყიდად. ქალბატონი მალვინა ამ “დიდი ოჯახის” ახალშემომატებული წევრია. იგი ამ ადგილას უკვე მეორე წელია ყოველ დილით ლამაზ-ლამაზ ბუკეტებს აკეთებს და გასაყიდად აწყობს.ქალბატონ მალვინას ყვავილების ამ რიგში მინდვრის ყვავილებისაგან გაკეთებული ყველაზე დიდი ბუკეტები უდევს. მათი ფასი 100-150 ლარია. კონომიკური კრიზისის მოუხედავად ეს ქალბატონი დღეში 5-6 ბუკეტს მაინც ყიდის (“ღმერთმა ამრავლოს შეყვარებული ბიჭები”), შესაბამისად დღის ბოლოს საკმაოდ სოლიდურ თანხას აგროვებს. მინდვრის ყვავილები ძირითადად სოფელ დიღომში მდებარე საკუთარი სახლიდან მოაქვს, მასალას კი ნაცნობი ქალებისაგან ყიდულობს. მისივე თქმით ამ “დიდ ოჯახში” მას ყველაზე მეტად უმართლებს ყოველთვის, თუმცა მაინც უკმაყოფილოა, რომ სახელმწიფო მას აქ დგომის საფასურს ახდევინებს. ზამთარში უფრო მომგებიანი ხმელი ყვავილებისგან დამზადებული თაიგულებია. თუმცა მათი ფასი შედარებით დაბალია, მაგრამ საწუწუნო მაინც არაფერია, რადგან ადგილობრივ სათბურებში ნებისმიერ ყვავილს “ცეცხლის ფასი აქვს”!როგორც თავად მოვაჭრეებისაგან და ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ გავიგე, აქ თითოეული მოვაჭრის საშუალო თვიური შემოსავალი დაახლოებით 100 ლარს უდრის. თბილისში მდებარე ყვავილების ე.წ. ძვირადღირებული მაღაზიებიდან პირველ რიგში ირ.აბაშიძის გამზირზე მდებარე მაღაზია “ფლოწერს-გე”-ში მივედი. კონსულტანტი გოგონა საკმაო თავაზიანობით გამოირჩეოდა და მომღიმარი პასუხობდა ჩემს მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას. ამ მაღაზიის მუდმივი კლიენტების სიაში თბილისის ე.წ. ელიტის წარმომადგენლები არიან, რომელთა გემოვნებას თურმე მხოლოდ ძვირადღირებული თაიგულები და განსაკუთრებით იშვიათი ჯიშის ყვავილები აკმაყოფილებს. მაღაზიაში ყველაზე იაფასიანი თაიგული 30 ა.შ.შ. დოლარის ღირებულებისაა . ფასები თაიგულის ზომისა და ყვავილის სახეობის მიხედვით დაახლოები 300 დოლარამდე იზრდება. მომსახურებაში შედის ნებისმიერი დიზაინის თაიგულის დამზადება. შეკვეთები მიიღება ვარდის, ქრიზანთემას, ლილიას, გერბერას, ორქიდეასა და სხვა ეგზოტიკური ყვავილების თაიგულებზე კლიენტის ნება-სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად. მაღაზიის დღიური საშუალო შემოსავალი ხშირად 500 დოლარსაც სცდება. მაღაზიას აქვს ინტერნეტსაიტი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია შეიძინოს თაიგული. ამ შემთხვევაში გადახდა ხდება პლასტიკური ბარათითა და ანგარიშსწორებით.. …დამატებით მომსახურებაში შედის თაიგულის მიტანა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ნებისმიერ მისამართზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა ცალკე ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დღის საათებში , დილის ცხრა საათიდან, საღამოს ათ საათამდე მომსახურება თბილისის ტერიტორიაზე შეადგენს 7 ა.შ.შ. დოლარს, ხოლო საღამოს ათი საათიდან დილის ცხრა საათამდე ტარიფი 14 დოლარამდე იზრდება. მანძილის გაზრდასთან ერთად ფასებიც რაღა თქმა უნდა, მატულობს.ზემოთ დასახელებული ინტერნეტსაიტის მეშვეობით გავარკვიე, რომ მაღაზიის ძირითადი მიმართულებებია კორპორატიული მომსახურება,საქორწილო ფლორისტიკა, დღესასწაულების გაფორმება, ინტერიერის გაფორმება და სამგლოვიარო ფლორისტიკა, თუმცა ამ “ფუფუნების” ფასები საიტზე მითითებული არ არის. პეკინის გამზირზე მდებარე ყვავილების სალონ “ფიორიში” შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოუცლელობის გამო თავი აარიდეს, ამიტომ გადავწყვიტე მინიმალური მაინც ინტერნეტსაიტის საშუალებით შემეტყო. აქ ფასები 77-ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს. ინტერნეტსაიტის მეშვეობით ყვავილების შეკვეთა შესაძლებელია ადგილზე მიტანით, ან მიტანის გარეშე, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად. ადგილზე მიტანის სამსახური მუშაობს ყოველ დღე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ამ მომსახურების ფასები მითითებული არ არის. მაღაზიაში ასევე შეიძლება ქოთნის იშვიათი ყვავილების შეძენაც, რომლეთა ფასებიც ასევე არ არის მითითებული. მაღაზია “ფიორის” მომსახურებით მრავალი მსხვილი კომპანია თუ კერძო პირი სარგებლობს, შესაბამისად ფასები არცთუ ისე დაბალია. როგორც ჩანს ყვავილების ბიზნესით თბილისში ზოგიერთი მოვაჭრე და მაღაზია კმაყოფილია, ზოგი კი – არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება : თბილისის ყველა ქუჩაზეა გამოფენილი ფერად-ფერადი ყვავილები გასაყიდად.

STOP!!! A ( H1N1 )

ზოგადად გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი. არსებობს გრიპვირუსის 3 ტიპი : A, B და C . სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ პანდემიას. ბოლო დროს გავრცელებული ღორისა და ფრინველის გრიპები ჩვენდა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო შედეგით სრულდება.რამოდენიმე წლის წინ გაჩენილი ფრინველის ვირუსი A(h5n1) ჯერ კიდევ არ ჰქონდა მსოფლიოს ბოლომდე გამოკვლეული, რომ თავს უცებ ახალი, ახლა უკვე არაფრთოსანი ვირუსი დაატყდა – ღორის გრიპი, რომელსაც საერთოდ ცხოველთან და მითუმეტეს ღორთან საერთო არაფერი აქვს.
ექიმები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალება ვაქცინაციაა (აცრა), მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ჯერჯერობით ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გავრცელებული არ არის. ფრინველის გრიპი 2007-2008 წელს აქტიურად ცდილობდა მსოფლიოში “თავის დამკვიდრებას”. ვირუსი გავრცელებული იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი და ა.შ. მათგან ყველაზე მეტად თურქეთის აღმოსავლენ პროვინცია დაზარალდა.ეს გრიპის პანდემია, რომელიც მუტირებული ვირუსით არის გამოწვეული და რომლის წინააღმდეგაც ადამიანებს არ აქვთ არანაირი იმუნიტეტი, ჩნდება ას წელიწადში 2-3-ჯერ. პანდემია იწყება მაშინ, როდესაც წარმოიშობა გრიპის ვირუსის ახალი სახეობა და ვრცელდება ისევე, როგორც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი.
ამ ვირუსების სიმპტომები ადამიანში იგივეა, რაც ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომი, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკვილი, გულისრევის შეგრძნება, სუნთქვის გართულება.სეზონური გრიპებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებში იწვევს მცირე რესპირატულ სიმპტომებს, დაავადება გამოწვეული h5n1 და h1n1 ვირუსით, ვრცელდება ძალიან ჩქარა, რომელიც ძალიან მცირე დროში იწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას. მძიმე შემთხვევებში რეკომენდირებულია მკურნალობისთვის გამოყენებულ იქნას ოსელტამივირი, ტამიფლუ ან ზანამივირი. ეს პრეპარატები ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას უშლიან ხელს. ანტივირუსული საშუალებები სწრაფად ამცირებენ დაავადების სიმპტომების გამოხატულებას და აჩქარებენ გამოჯანმრთელებას.
გრიპის ახალი ვირუსი A(h1n1) ვრცელდება ისევე, როგორც ნებისმიერი სეზონური ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. Dდაავადებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპენსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს დაინფიცირებულ ხელებთან ან ზედაპირთან შეხებისას, თუ დაუბანელ ხელს მიიტანს ცხვირ-პირთან და თვალებთან. Aმის გამო, ექიმები გვირჩევენ რაც შეიძლება ხშირად დავიბანოთ ხელები! ვირუსის გადაცემა არ ხდება ღორთან შეხების, ღორის ხორცის დამუშავებისა და საკვების გამოყენების შემთხვევაში, რადგან როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული, ე.წ. “ღორის გრიპს” არანაირი შეხება არ აქვს ცხოველთან. A(h1n1) იმიტომ ეწოდება “ღორის გრიპი”, რომ ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში მოცირკულარე ვირუსისგან. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულები ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში .
დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამინებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებად ხველა და ტემპერატურა; ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლების შეიძლება გრიპის ვირუსით იყოს დაბინძურებული, მიიღეთ საკმარისი დაოდენობის სითხე და საკვები, თავი მოარიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტს, ქუჩაში გასვლისას ეცადეთ ყოველთვის გეკეთოთ პირბადე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4 საათის განმავლობაში, ამ დროის გასვლის შემდეგ ის კარგავს უნარს, დაიჭიროს ბაქტერიები. და რაც ყველაზე მთავარია - ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
დღეისათვის ცნობილია, რომ ამ გრიპის დროს, ისევე როგორ სეზონური გრიპის დროს, ადამიანიდან ადამიანს ეს ვირუსი შეიძლება გადაედოს სიმპტომების გამოვლენამდე ერთი და გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში. პატარა ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივად. მოსახლეობაში გავრცელდა შიში, სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ, თუმცა როგორც მოძიებული ინფორმაციიდან შევიტყვე ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამო არ არის ცნობილი.
სამწუხაროდ, H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა. ამ დროისათვის 700-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ექიმები ადასტურებენ, რომ პაციენტთა უმრავლესობა სტაბილურ მდგომარეობაშია. სპეციალისტთა განმარტებით ვირუსს გართულებები, ძირითადად, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ახლავს. მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რითაც შემდგომ გართულებებს აიცილებენ თავიდან.

სააღდგომო შეწყალება 2010

აღდგომის დღესასწაულს საკუთარ სახლში 386 პატიმარი შეხვდა. სააღდგომო შეწყალების რეზოლუციას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა. მიხეილ სააკაშვილმა სულ 431 მსჯავრდებულის შეიწყალა. ამათგან 66 ვადაზე ადრე გათავისუფლდა, 38 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, 7-ს პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეეცვალა, 386 კი სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდა. შეწყალებულთა სიაში 42 ქალი მოხვდა. საქართველოს მასშტაბით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოშვება 3 აპრილს, შუადღის 2 საათისთვის დაიწყო.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან. მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შეიცვალოს ან შემცირდეს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. თუმცა ვიდრე შესაწყალებელ მსჯავდებულთა სია პრეზიდენტს წარედგინება, პატიმართა საქმეებს შეწყალების კომისია განიხილავს, რის შემდეგაც კომისიის წევრები თითოეულ პატიმარზე გადაწყვეტილებას იღებენ და პრეზიდენტს შესაწყალებლად პატიმართა სიას უგზავნიან.
იმისათვის, რომ პატიმარმა პრეზიდენტის შეწყალება მიიღოს, აუცილებელია მას ჰქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დადებითი დახასიათება. იმ შემთხვევში, თუ შეწყალების მსურველ მსჯავდებულთა მონაცემები ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, იმ განცხადებების საერთო ოქმი იქმნება, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება.
“უდოს” კომისიამ პატიმრების საქმეები შესული განაცხადებების საფუძველზე განიხილა. სააღდგომოდ შესაწყალებელ პატიმართა უმეტესობა სასჯელს საშუალო და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, კომისიამ ძირითადად 2009 წლის დეკემბერში და 2010 წლის იანვარსა და თებერვალში შესულ განცხადებებზე იმსჯელა. მათ შორის მძიმე დანაშაულში მსჯავდებული პირების საქმეებიც იყო.
”შეწყალების კომისია ყველა ტიპის ბრალდებულთა საქმეს განიხილავს. მათ შორის, ნარკოტიკების შენახვა-გასაღებაზე და მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულთა საქმეებსაც.
ამ შემთხვევაში, შეწყალების სახელმწიფო კომისამ რეკომენდაცია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავდებულ პატიმრებს გაუწია. კომისიის მიერ განხილული საქმეებიდან დაახლოებით მეოთხედზე რეკომენდაციები გაიცა. შეწყალებული პატიმრებიდან უფრო მეტი გათავისუფლდა, ხოლო შედარებით ნაკლებს სასჯელი გაუნახევრდა”, - აღნიშნავს თევდორაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ლაშა თოდრია განმარტავს, რომ შეწყალებაზე რეკომენდაციების გაწევისას კომისიამ გაითვალისწინა პატიმართა სოციალური მდგომარეობა, დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებულის საპატიმროში ყოფნის ვადა.
შეწყალების კომისიაში განსახილველად შესულ განცხადებებში 9 არასრულწლოვნის საქმეც იყო, თუმცა კომისიამ არცერთ მათგანს რეკომენდაცია არ გაუწია.
ელენე თევდორაძის განმარტებით, იმ 9 არასრულწლოვანს, რომელთა საქმეებიც შეწყალების კომისიაში იყო შესული სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი არ ჰქონდა.
”გარდა ამისა, ისინი მსჯავდებულნი იყვნენ მძიმე კატეგორიის დანაშაულში, შესაბამისად შეწყალების კომისიამ არცერთი მათგანის განცხადება არ დააკმაყოფილა”, - აღნიშნა თევდორაძემ.
თორდიას თქმით კი, იმ არასრულწლოვნებს, რომელთა მიმართ შეწყალების კომისიამ რეკომენდაციები არ გასცა, შეუძლიათ სასჯელის ნახევარზე მეტის მოხდის შემდეგ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ხელახლა მიმართონ.
ქვეყანაში ბოლო შეწყალება 2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელდა.
Subscribe to:
Posts (Atom)